USD 2.7937
EUR 2.9937
RUB 3.1717
Тбилиси
ალავერდის სამონასტრო კომპლექსზე სტიქიის შედეგად მიყენებული დაზიანებების შესწავლა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა გრძელდება
дата:  
არქიტექტორ-რესტავრატორებმა და კონსტრუქტორმა აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან ერთად დეტალურად განიხილეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ობიექტების შემდგომი რეაბილიტაციის საკითხები.
 
პარალელურად მიმდინარეობდა მონასტრის ეზოში გადაუდებელი რეაბილიტაციისთვის საჭირო ხარაჩოს დასაწყობების დასკვნითი ეტაპი.
ამ მომენტისთვის სპეციალისტების მონაწილეობით მონასტრის შიდა პერიმეტრზე ხარაჩოს მონტაჟისთვის აუცილებელი მასალის მიტანა - განთავსების პროცესი დასრულებულია. ამასთანავე, იგეგმება ინვენტარული ხარაჩოს მოწყობის I ეტაპის სამუშაოები, რათა საშუალება მიეცეთ რესტავრატორებს, ზუსტად შეაფასონ გუმბათის მდგომარეობა და განსაზღვრონ მომდევნო ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოების რიგითობა და მასშტაბი. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად ჩასატარებლად, ადგილზე გაიგზავნა 1500 კვ.მ-ის ხარაჩო.
 
ინფორმაციისთვის: ადგილობრივი ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა, უმოკლეს ვადაში ტაძრის ფასადზე მოეწყოს ხარაჩო, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
 
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად გაეცნო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას.
 
мир
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინას ეტყვიან, რომ ის ძალიან კორუმპირებულია და ნატოს წევრად ვერ მიიღებენ“

 

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი” (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინას ეტყვიან, რომ ის ძალიან კორუმპირებულია  და ნატოს წევრად ვერ მიიღებენ“ (ავტორი - ჯო ბარნსი). მასალაში განხილულია უკრაინის პერსპექტივები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც 9 ივლისს უნდა გაიმართოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინას ეტყვიან, რომ ამჟამად ის ძალიან კორუმპირებულია, რომ ნატოში მიღების ღირსი იყოს. რა თქმა უნდა, ალიანსის ასეთი პოზიცია სერიოზული დარტყმა იქნება ვოლოდიმირ ზელენსკისათვის.

„ნატო კიევს დამატებით ძალისხმევას მოსთხოვს მანამ, სანამ მისი ბლოკში მიღების მოლაპარაკებები დაიწყება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღალჩინოსნმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

პოზიცია გამოცხადებული იქნება წერილობითი ფორმით ნატოს კომუნიკეში, რომელიც ყოველწლიურ სამიტზე იქნება ხელმოწერილი. „ჩვენ უკან უნდა დავიხიოთ უკრაინის მიღების საკითხში, მაგრამ უნდა მივესალმოთ და მოვიწონოთ ის ყველაფერი, რაც უკრაინამ რეფორმების სახელით გააკეთა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში“, - ამბობს ჩინოვნიკი „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში, - ამასთან, კიევს უნდა მივუთითოთ, რომ კორუფციასთან ბრძოლა გააძლიერონ. ეს არის ის პრიორიტეტი, რასაც სამიტის მონაწილეები უკრაინის ხელისუფლებისაგან ითხოვენ“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაბეჯითებით ითხოვს უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ნატოში, ომის დასრულების შემდეგ, რათა ქვეყანა დაცული იყოს რუსეთის განმეორებითი თავდასხმისაგან. თუ უკრაინა ნატოს წევრი იქნება, მისი ასეთი სტატუსის გამო ამერიკა და ევროპა იძულებულნი იქნებიან კიევის გვერდით დადგნენ, ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში.

მაგრამ სწორედ უკრაინული კორუფციის მაღალი დონე გახდა „დაბრკოლების ლოდი“ ამასწინანდელი მოლაპარაკების დროს, როცა ნატოს წევრები განიხილავდნენ საკითხს - შესთავაზონ თუ არა კიევს კონკრეტული გრაფიკი დასავლურ სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად.

„დეილი ტელეგრაფმა“ ამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აშშ ბლოკავს დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ წერილობითი სახით დაფიქსირდეს უკრაინის „შეუქცევადი გზა“ ნატოში წევრობისათვის.

უკრაინა „გაჟღენთილია“ კორუფციით, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებში, სადაც დიდი ფული ტრიალებს, ანუ შეიარაღებულ ძალებში, საბჭოთა კავშირის დაშლის დროიდან

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო მოსამსახურე (გენერლები) გაათავისუფლა რიგი კორუფციული ფაქტების გამოვლენასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თავდაცვითი შესყიდვების სფეროში

დიპლომატებმა და ნატოელმა ოფიციალურმა პირებმა უკრაინას იმ რეფორმების ჩამონათვალი წარუდგილეს, რომლებიც მან უნდა განახორციელოს მანამ, სანამ მისი ამბიციები დაკმაყოფილდება ნატოში მიღებაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვაშინგტონში ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, დიდი ალბათობით, შესთავაზებენ „კარგად განათებულ ხიდს“ ნატოსაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კიევს ბრიუსელთან დააკავშირებს.

მოკავშირეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან იმაზე, განაახლონ თუ არა ის განცხადება, რომელიც უკრაინის შესახებ გასულ წელს ვილნიუსის სამიტზე მიიღეს და მასში, ნატოში მიღების თაობაზე სიტყვა „შეუქცევადი“ ჩაწერონ.

მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონის სამიტზე უკრაინას, სავარაუდოდ, დაპირდებიან ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის სისტემების დამატებით მიწოდებას, ამერიკული „პეტრიოტების“ ჩათვლით.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/world-news/2024/07/02/ukraine-to-be-told-it-is-too-corrupt-to-join-nato/

 

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати