USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათის ყელის ირგვლივ ხარაჩოს მოწყობა შეუფერხებლად მიმდინარეობს
Date:  
ალავერდის საკათედრო ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყველაზე მაღალი ეკლესიაა საქართველოში. გუმბათის ყელის სიმაღლე 14 მეტრია. დღეის მდგომარეობით, ხარაჩო აგებულია გუმბათის ყელის 6 მეტრზე.
ამავდროულად, ხარაჩოს აგება მიმდინარეობს სამრეკლოს გარშემო, რაც საშუალებას მისცემს არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ჯგუფს, ზუსტად შეაფასოს სამრეკლოს გუმბათის მდგომარეობა და წარმოადგინოს შესაბამისი პროექტი, რათა დაუყოვნებლივ დაიწყოს სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სამრეკლოს შიდა მხარეს ხარაჩოს მონტაჟი დასრულებულია და სამუშაოები გრძელდება გარეთა მხარეს.
ხარაჩოს აგების პროცესი მიმდინარეობს საეპისკოპოსო სახლის ფასადზეც.
ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას გატეხილია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიისა და სააგენტოს წარმომადგენლებთან შეთანხმებით გადაწყდა ტაძრის ფასადზე სასწრაფოდ ხარაჩოს აგება, რათა სპეციალისტებმა შეძლონ გუმბათზე მუშაობა.
ალავერდში გაიგზავნა 1500 კვ. მ ხარაჩოს მასალა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სამონასტრო კომპლექსში შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
 
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way