USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
აკრძალული ფოტოგრაფი სსრკ-ში,რომელმაც კგბ-ს აგენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
дата:  524
35 წლის წინ, 1987 წლის 16 მარტს ლიეტუველმა ფოტოგრაფმა ვიტას ლუცკუსმა მასთან სახლში მისული კგბ-ს აგენტი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.იგი მხოლოდ 43 წლის იყო, თუმცა მოასწრო არაჩვეულებრივი ფოტო ნამუშევრების დატოვება, რომლის უსაზღვრო ინდივიდუალობა და ექსტრაორდინარული გადაწყვეტა ყოველგავრ ჩარჩოებს სცდება და არა თუ საბჭოთა კავშირში, დღეს უკვე დამოუკიდებელ ლიეტუვაშიც კი ზოგიერთისთვის "აკრძალულის" კატეგორიაში გადის.
ფოტოგრაფი დაიბადა 1943 წელს ლიტვაში. 20 წლის ასაკში აქტიურად დაკავდა ფოტოგრაფიით. მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ნამდვილი საბადო.
ვიტასი გამოირჩეოდა ორიგინალურობით. თავისი თამამი ნამუშევრებით მან მიიპყრო როგორც უბრალო მნახველების, ასევე ხელისუფლებაში მყოფთა განსაკუთრებული ყურადღება.
ფოტოგრაფის ძლიერი შინაგანი ენერგია მისკენ იზიდავდა სრულიად განსხვავებულ ადამიანებს. ვიტასს ადვილად შეეძლო საერთო ენის გამონახვა როგორც კანონის წარმომადგენლებთან, ასევე ქუჩის ხულიგნებთან.
სამწუხაროდ, ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ვერ აიცილა ალკოჰოლურ სასმელებზე დამოკიდებულება., რაც ხშირად ბევრი ნიჭიერი შემოქმედის თანმდევია.
ვიტას ლუკუსის ცოლი გახდა რუსი გოგონა, სახელად ტატიანა. ისინი შეხვდნენ საავადმყოფოში, სადაც 18 წლის გოგონა მედდად სტაჟირება გადიოდა.
მის ფოტოობიექტივში ხვდებოდნენ კარდინალურად განსხვავებული ადამიანები.
1960-იანებიდან 1980-იან წლებამდე ვიტას ლუცკუსმა ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში იმოგზაურა. ფოტოებს უღებდა გლეხებს, არტისტებს, შემთხვევით გამვლელებს, მილიციონრებს, ქალაქელ ბავშვებს. ის სულმოუთქმელად მუშაობდა, კისერზე მუდმივად ეკიდა აპარატი. ფოტოგრაფი არასდროს ეხებოდა პოლიტიკას, და ამის მიუხედავად მას ცენზურა არასდროს წყალობდა. მას ხშირად კუდში დასდევდნენ ინფორმატორები და მილიციელები.
ფოტოგრაფი ხელისუფლების მუდმივი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. სამშობლოში ის კონცეპტუალური ფოტოგრაფიის ფუძემდებლად ითვლება, თუმცა თავად ავტორი ყოველთვის თავს დოკუმენტურ ფოტოგრაფად თვლიდა. ის კარგად აერთიანებდა ორ სრულიად საპირისპირო მიმართულებას: წმინდა წყლის დოკუმენტალიზმსა და თამამ ფანტაზიას
1987 წელს მოხდა ინციდენტი, რომელიც ფატალურად დასრულდა ნიჭიერი ფოტოგრაფისთვის, მოულოდნელად მას სახლში ეწვია სუკის(კგბ) თანამშრომელი, დღემდე უცნობია, რა სურდა მას ვიტას ლუცკუსისგან, მაგრამ ეს შეხვედრა ტრაგიკულად დასრულდა. მამაკაცებს შორის დაპირისპირებისა და ჩხუბის დროს ფოტოგრაფს კგბ-ს წარმომადგენელი შემოაკვდა. ვიტასი აფექტურ მდგომარეობაში იყო.როცა დაწყნარდა და მიხვდა რაც მოხდა, ფოტოგრაფი ფანჯრიდან გადახტა.
მისი გარდაცვალების შემდეგ ცოლი და ქალიშვილები, აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდნენ ფოტოგრაფის ყველა ნამუშევარი თან წაიყოლეს.
დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იყო ცნობილი მის შესახებ, თუ სად ინახებოდა დიდი მაესტროს ფოტოები.
მაგრამ რამდენიმე წლის წინ, პირველად ვიტას ლუცკუსის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო ჰოლანდიის მუზეუმში.
ვიტას ლუცკუსის ფოტოგამოფენა 2017 წელს საქართველოშიც გაიმართა.
ეროვნულ მუზეუმში გამოიფინა ფოტოები, რომელიც 1981 წელს თბილისში, აზერბაიჯანსა და ბაშკირეთში იყო გადაღებული.
გარეკანის სურათი: მფრინავი კინტოები. თბილისის 1981 წელი
სხვა სურათები იხ. აქ :https://katia-lexx.livejournal.com/
Тбилиси
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати