USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში სახალხო დღესასწაული ,,ზეზვაობა’’ აღნიშნეს
Date:  978
ღონისძიება ბახტრიონის აჯანყების გმირის ზეზვა გაფრინდაულის სახელს უკავშირდება. ღონისძიება დაიწყო საკულტო რიტუალით დალაობით, გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ,,თუშეთის განვითარების ფონდმა" სიგელებით დააჯილდოვა წარჩინებული თუში მოსწავლეები.
 
დღესასწაულში ჩართული იყო კოლეჯი ,,აისი", ფოლკლორული ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები.,,ზეზვაობა’’ ტრადიციული ,,დოღით" დასრულდა.
 
ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი, პარლამენტის დეპუტატი გელა სამხარაული, მერის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
 
გაიმართა სპორტული შეჯიბრი მკლავჭიდში. გამარჯვებული სპორსმენები ალექსი ფიცხელაურმა და გელა სამხარაულმა დააჯილდოვეს.
 
 
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way