USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
Tbilisi
ახმეტის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა
Date:  793

უამინდობა კახეთში - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მატანსა და ჩაჩხრიალაში, საკარმიდამო ნაკვეთები და ვენახები დაისეტყვა. სტიქია ათ წუთს გაგრძელდა. გადაუღებელი წვიმის გამო, მატანში მდინარე ადიდდა, წყლის უხვი ნაკადი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, შედეგად კი პირველი საბავშვო ბაღის ეზო და 5-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა.

ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა. ვითარებას ადგილზე გაეცნო ახმეტის მერი. მერის განმარტებით, ზარალს შესაბამისი სამსახურები დაითვლიან.

World
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way