USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
თბილისი
ახმეტელის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა
თარიღი:  

დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე ხუთი მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულებამ 652 313 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სგ ჯგუფი“ განახორციელა.

„პროექტის მიხედვით, მოსასვენებელ სივრცეებში ახმეტელის ქუჩის N2, 4, 6 და 8 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, პატარებისთვის მოეწყო გასართობი ზონა, ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. ამასთან, ახმეტელის ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ სივრცეში უსახური ავტოფარეხების დემონტაჟიც განხორციელდა.

აღნიშნული პროექტის ღირებულებამ 652 313 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სგ ჯგუფი“ განახორციელა.

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის