"ახაშენი ღვინის კურორტსა და სპა" გავრცელებულ ინორმაციას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით და დეზინფორმაციას უწოდებს.
"განმარტება
სასტუმროს მიმართ აგორებული დეზინფორმაციის ფონზე, საჭიროდ მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ განვმარტოთ:
ჩვენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმარი გვყავს და ცხადია, ვემსახურებით ყველას, ვინც სასტუმროში ვიზიტს ჯავშნის სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. ჩვენი პრეროგატივა არ არის მოვახდინოთ სტუმრების იდენტიფიცირება. სასტუმროს ამის არც რესურსი და არც ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სასტუმროს ადმინისტრაცია არ და ვერ იქნება ინფორმირებული, ჩვენი სტუმრების ვიზიტის მიზანთან ან მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით.
აქვე ვაცხადებთ, სასტუმროში არანაირი ღონისძიება არ ჩატარებულა და არც ხვალისთვის იგეგმება. მედიაში გავრცელებული ქორწილის კადრები ჩვენს სასტუმროში არ არის გადაღებული.
მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან."