USD 2.7536
EUR 2.9940
RUB 3.0261
Tbilisi
ახალციხში განახლებული თოჯინების სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა
Date:  647
განახლებული ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა
განახლებული ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა ერეკლე დეისაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „გემრიელად მიირთვით“.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად,
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ასევე, თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ საბაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი და მოწვეული სტუმრები.
თეატრის შენობა კულტურის სამინისტროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2023 წელს გარემონტდა, მოეწყო კაფე და განახლდა დარბაზი.
სპექტაკლის „გემრიელად მიირთვით“ რეჟისორი და მუსიკალურად გამფორმებელია ლექსო ჩემია; მხატვარი - ლელა ფერაძე; სპექტაკლში მონაწილეობენ: ანი ხუბუტია, ცირა ტაბატაძე, მაია თორდუა, ლია გელაშვილი, მიხეილ ბერიძე.
აღსანიშნავია, რომ თეატრი ამიერიდან სპექტაკლებს უფროს თაობასაც შესთავაზებს: დღის პირველ ნახევარში პატარებს უმასპინძლებს, საღამოს კი უფროსი მაყურებლისთვის გამართავს წარმოდგენებს. „გემრიელად მიირთვით“ სწორედ უფროსებისთვის განკუთვნილი სპექტაკლია.
სპექტაკლი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალის ცხოვრების შესახებ, რომელსაც სურს ჰქონდეს ბედნიერი ოჯახი, თუმცა იგი ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება, რაზეც გარშემომყოფები თვალს ხუჭავენ. მამაკაცს მზრუნველი, პატივსაცემი პიროვნების ნიღაბი აქვს მორგებული, ქალი კი ვერ არწმუნებს საზოგადოებას, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და, სამწუხაროდ, ვერც თანაგრძნობას იღებს მათგან. სპექტაკლი ასახავს იმას, თუ როგორ შეიძლება გაწიროს ადამიანი საზოგადოების გულგრილმა და არაობიექტურმა დამოკიდებულებამ.
ინფორმაციისთვის: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ 2022 წლის 1-ელ აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე შეიქმნა თოჯინების თეატრების გაერთიანება. განხორციელდა რეორგანიზაცია თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ახალციხის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, კერძოდ, ეს თეატრები გაერთიანდა. ახალ ორგანიზაციას სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება ეწოდა.
2022 წლის 9 ნოემბერს სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებას ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ხოლო 2023 წლის 3 იანვარს გურჯაანის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი შეუერთდა. თოჯინების თეატრების გაერთიანების მიზანია თეატრების მენეჯმენტის გაუმჯობესება, შემოქმედებითი საქმიანობის გამრავალფეროვნება და თეატრების ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდა.
business
ღვინის ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - ზრდა რუსეთში რეკორდულმა გაყიდვებმა განაპირობა

4 თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რეკორდულია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი 61%-ით 126.5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში გაყიდული ღვინის მოცულობამ კი 45 139 ტონა შეადგინა.

საქართველოს $1 მილიარდ 763 მილიონიან ექსპორტში, ყურძნის ნატურალურ ღვინოებს უმსხვილეს საექსპორტო საქონლის რეიტინგში, რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების შემდეგ მეორე ადგილი უკავია. ამ პერიოდში ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მთლიანი ექსპორტის 7.2% მოდიოდა. მაშინ როდესაც გასულ წელს ღვინის ექსპორტზე 4% მოდიოდა.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი ტრადიციულად რუსეთია. თუმცა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში გაყიდვების ზრდით არის განპირობებული. სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში რუსეთზე ღვინის ექსპორტის 78.6% მოდიოდა. რუსეთში ღვინის ექსპორტიც ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ამ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 37 045 ტონა ღვინის გაყიდვით საქართველომ 99,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ექსპორტირებული პროდუქტის ღირებულება წლიურად 90.1%-ით, მოცულობა კი 94.4%-ით გაიზარდა. ამასთან რუსეთში გატანილი ღვინის მოცულობა 2023 წელს ჯამურად რუსეთში გაყიდული ღვინის მოცულობის ნახევარს აღემატება. (2023 წლის ექსპორტი 168.3 მლნ დოლარი, 62 282 ტონა ღვინო). ღვინის გაყიდვის ასეთი ზრდას მეღვინეები რუსეთში ალკოჰოლურ სასმელებზე, მათ შორის ღვინოზე აქციზის გადასახადის ზრდით ხსნიან. მეღვინეების ნაწილი განმარტავდნენ, რომ მწარმოებლები პირველ ოთხ თვეში ამ ბაზარზე წლიური რეალიზების 80%-მდე გატანას შეეცდებოდნენ.

იანვარ-აპრილში ღვინის ექსპორტი მცირედით გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ პერიოდში EU-ში 10 მილიონ 217 ათასი დოლარის ღირებულების 3 249 ტონა ღვინო გაიყიდა. ზრდა ღირებულებაში - 13%, მოცულობაში კი 13.7%-ია. ღვინის ექსპორტში ევროკავშირს მცირე - 8%-იანი წილი უჭირავს.

ღვინის გაყიდვებს თუ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ წლის პირველ ოთხ თვეში ღვინის რეალიზება რუსეთში, პოლონეთში, ყაზახეთში, აშშ-ში გაიზარდა, ხოლო უკრაინაში, ჩინეთში, ბელარუსში, ლატვიასა და ლიეტივაში შემცირდა.

ყურძნის ნატურალური ღვინოების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ღირებულების მიხედვით ასეთია:

  1. რუსეთი - $99.5 მლნ, 37 045 ტონა;
  2. პოლონეთი - $4.9 მლნ, 2 006 ტონა;
  3. უკრაინა - $3.9 მლნ, 1 415 ტონა;
  4. ყაზახეთი - $2.9 მლნ, 893 ტონა;
  5. ჩინეთი - $2.2 მლნ, 633 ტონა;
  6. აშშ - $2.1 მლნ, 363 ტონა;
  7. გერმანია - $2 მლნ, 452 ტონა;
  8. ბელარუსი - $1.8 მლნ, 640 ტონა;
  9. ლატვია - $1.1 მლნ, 314 ტონა;
  10. ლიეტუვა - $664 ათასი, 197 ტონა.

წყარო: https://bm.ge/

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way