USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
ახალი სატარიფო ცვლილებები ელ.ენერგიის, წყალმომარაგების და გაზის სექტორში
дата:  680

2024 წლის 1 იანვრიდან წყალმომარაგებისა და გაზის სექტორში ახალი სატარიფო ცვლილებები შედის ძალაში. კერძოდ, სემეკის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1 იანვრიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით მცირდება. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

ტარიფები იზრდება წყალმომარაგების სექტორში კომერციული მომხმარებლებისთვის. კერძოდ იანვრიდან თბილისსა და მცხეთაში ბიზნესებისთვის ტარიფი 2,30 ლარით, რუსთავში კი 2,80 ლარით იზრდება.

იანვრიდან ბუნებრივი აირის ტარიფი იზრდება თბილისსა და რეგიონებში კომერციული აბონენტებისთვის. გადაწყვეტილება გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა მიიღეს. მაგალითად, „თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 ლარის ნაცვლად 1.29 ლარით განისაზღვრება. გაზის ფასი უცვლელი დარჩება იმ პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რომლებზეც ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება.

общество
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати