USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ახალი რეგულაცია - როგორ და რამდენით დაიბეგერბით ავტომობილის ან ბინის გაყიდვის შემთხვევაში
Date:  1668

უძრავი ქონების და ავტომობილის გაყიდვის შემთხვევაში დაბეგვრის წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში, რის შესახებაც, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

ლევან დგებუაძე თქმით, დაბეგვრის წესი იცვლება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ფიზიკური პირი ახორციელებს მის საკუთრებაში არსებული ქონების ან აქტივის რეალიზაციას და ეს არ გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობაში, რეალიზაციიდან კი მიიღებს ნამეტ შემოსავალს.

აქამდე ასეთი ნამეტი შემოსავლის დაფიქსირების დროს დეკლარირება და გადახდა ხდებოდა წელიწადში ერთხელ ან ოპერაციის განხორციელების მომდევნო წლის 1-ელ აპრილამდე - ფიზიკურ პირს უნდა მოეხდინა დეკლარირება და კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის გადახდა. მიღებული ცვლილების თანახმად კი, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან გასხვისებულ ასეთ ქონებაზე, იქნება ეს ავტომობილი, საცხოვრებელი ბინა, მიწის ნაკვეთი, მესაკუთრეები უკვე დაიბეგრებიან ყოველთვიურად და გადაიხდიან ყოველთვიურად.

მაგალითისთვის, კონკრეტულ თვეს განხორციელდა რეალიზაცია, მივიღეთ ნამეტი შემოსავალი, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მოხდება დეკლარირება და გადახდა. ეს ცვლილება ბინას/საცხოვრებელ სახლს შეეხება იმ შემთხვევაში თუ საკუთრების შეძენიდან არ არის გასული 2 წელი. მაგალითად, ფიზიკურმა პირმა ბინა შეისყიდა 1 წლის წინ 100 ათას ლარად და გაყიდა 120 ათას ლარად, შეძენიდან კი არ არის გასული 2 წელი, ამ შემთხვევაში 20 ათასი ლარი არის ნამეტი და დაიბეგრება 5%-ით ბინაზე. ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, თუ შესყიდვიდან არ არის გასული 6 თვე და რეალიზაციით მიიღო ნამეტი შემოსავალი აქაც 5%-ით დაიბეგრება და მოხდება დეკლარირება უკვე ყოველთვიურად.

გადახდისთვის თავის არიდების შემთხვევაში შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები, როგორც დეკლარირების წარდგენაზე, ასევე გადაუხდელობაზე, მაგალითად, თუ პირი დააგვიანებს დეკლარაციის წარმოდგენას სანქცია არის კუთვნილი გადასახდელი თანხის 5%, იმ შემთხვევაში კი თუ დაგვიანებულ თვეთა რაოდენობა აღემატება 2 თვეს არაუმეტეს 10%-სა.

tbilisi
ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
ისნის რაიონის გამგეობამ ვაზისუბნის III მ/რ-ის I კვარტალში, კორპ. N1-ის მიმდებარედ, 3700 კვ.მ. ფართობზე სკვერი მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, მოეწყო:
ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი სივრცეები 
ტერიტორიაზე განთავსდა საბაღე სკამები და ურნები
დამონტაჟდა ახალი განათების ქსელი და ლედ განათება
სკვერი გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები
 
პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 577 350 ლარით დაფინანსდა.
 
დასრულებული სამუშაოები ისნის რაიონის გამგებელმა დავით ხაბეიშვილმა პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილსა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way