USD 2.7059
EUR 3.1310
RUB 3.3353
Tbilisi
ახალი გლობალური საფრთხე - კალია აფრიკას და აზიას ემუქრება განადგურებით
Date:  2435

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) განცხადებით, აღმოსავლეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევაა. ასობით მილიარდი კალია საფრთხეს უქმნის მოსავალსა და საცხოვრებელ გარემოს.

ჯერ კიდევ იანვარში გაერო კრიზისის აღმოსაფხვრელად 76 მილიონი დოლარის მობილიზებას მიიჩნევდა საჭიროდ, ახლა კი ეს რიცხვი 138 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

გაერო ამბობს, რომ თუ ფონდი არ შეიქმნება, შემდგომში მოუწევთ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის, საკვების გაგზავნა, რადგან მწერები მწვანე საფარს აზიანებენ და შიმშილის საფრთხეს ქმნიან.

„თუ ასე არ მოხდა, სიტუაცია გაუარესდება და თქვენ მასიურად მოგიწევთ მიაწოდოთ საკვები ჰუმანიტარული დახმარების სახით. სიტუაცია შეიძლება გამოვიდეს კონტროლიდან,“ – განაცხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგანგებო სიტუაციების დირექტორმა დომინიკ ბურგონმა. „ყოველთვის არსებობს შიმშილის რისკი, როცა საფრთხე საკვებს ემუქრება,“ – დასძინა მან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სპიკერმა მოგვიანებით განმარტა, რომ ისინი შიშობენ არა შიმშილზე, არამედ უპირველესად, საკვების დაუცველობაზე.

ძირითადი საფრთხის ზონაშია აღმოსავლეთი აფრიკა, იემენი, ირანი, პაკისტანი და ინდოეთი. ბოლო მონაცემებით კალიების გუნდები დაფიქსირდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კუვეიტში, ბაჰრეინში, ყატარსა და ირანის სანაპიროებზე.

მწერები დაახლოებით თავისი სხეულის წონის საკვებს მოიხმარენ ყოველდღიურად და ძალიან სწრაფად მრავლდებიან. ვარაუდობენ რომ, კალიების რაოდენობა ივნისისთვის 4 000-ჯერ გაიზრდება

საჰაერო და სახმელეთო შეწამვლა, ასევე მუდმივი კონტროლი და თვალის მიდევნება, განიხილება ახლა ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად კალიების შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღმოსავლეთ აფრიკის “უდაბნოში კალიების კონტროლის ორგანიზაციის” თავმჯდომარემ სტივენ ნიოკამ განაცხადა, რომ ამჟამად ტექნიკის რაოდენობა საკმარისი არაა. ეთიოპიას აქვს ხუთი, კენიას კი ექვსი ვერტმფრენი შესაწამლად და ოთხიც – დასაზვერად, აცხადებს ნიოკა.

კენიის მთავრობა აცხადებს, რომ მათ სჭირდებათ 20 ვერტმფრენი და პესტიციდ „ფენიტროტიონით“ უწყვეტი მომარაგება კრიზისთან გასამკლავებლად. კენიამ ასევე 240 ადამიანი გადაამზადა კალიებთან საბრძოლველად.

ჩინეთმა თებერვალში დააანონსა, რომ მეცნიერთა ჯგუფს გაგზავნიდა მეზობელ პაკისტანში “მიზნობრივი პროგრამების” განსახორციელებლად.

მეცნიერი ლუ ლიზი ჩინეთიდან ამბობს, რომ იხვები კალიებთან საბრძოლველი ბუნებრივი იარაღია. ქათამთან შედარებით, რომელსაც დღეში 70 კალიის შეჭმა შეუძლია, იხვებთან ეს მონაცემი 3-ჯერ მაღალია.

economics
2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 597 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით ნაკლები) 8 483.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.0 პროცენტით ნაკლები).

საქსტატის განმარტებით, ნებართვების 70 პროცენტზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 45.3 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.8 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 9.8 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 6.7 პროცენტი - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 475.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.7 პროცენტით მეტი) 2 452 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.7 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.1 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე“, - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way