USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
ახალი ფაქტები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში
Date:  1404

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული გარდაცვალება - საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - "კურიერი" ახალ  ჩვენებებს ასაჯაროვებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ღამით მომხდარ კონფლიქტს ასახავს.

არასრულწლოვანის ჩვენება:

"მე და ლაშა შერმადინმა კონსტანტინე ღიბრაძეს გავუცვალეთ მობილური ტელეფონის ნომრები, ვინაიდან შევხვედროდით შემდგომ დღეებში ერთმანეთს და გაგვერკვია მანამდე მომხდარი შეხლა-შემოხლის ამბავი. ამავდროულად, ქათამაძე ცდილობდა ჩემთან და ლაშა შერმადინთან სიტუაციის დაძაბვას, ვინაიდან, ჩემი აზრით, იყვნენ რიცხობრივად მეტნი და უნდოდათ მე და ლაშას ფიზიკურად გაგვსწორებოდნენ. ამ დროს დარეკა ლაშამ, კონკრეტულად თუ ვისთან, არ მახსოვს და უთხრა, რომ მოსულიყვნენ ქალაქ თბილისის მიმართულებით მდინარე არაგვის ხიდთან, რის შემდეგაც მალევე გაჩერდა ჩემი მეგობრის გიგა ტატიაშვილის მოვერცხლისფრო ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა მათ წინ.

... დავარტყი ერთხელ მეც რომელიღაცას ფეხი, კონკრეტულად არ მახსოვს თუ ვის, ჩვენ მათ ვურტყამდით და ვცემდით ყველანი, გარდა გიგა ტატიაშვილისა,"- ნათქვამია ჩვენებაში.

თენგო ბარბაქაძის ჩვენება:

"23:30 საათი მე ვიყავი გასული უკანა მხარეს აივანზე სადაც ვეწეოდი სიგარეტს, რა დროსაც ეზოს წინა მხრიდან შემომესმა ანას ყვირილის ხმა, რაზედაც მე გამოვედი ეზოში. სანამ ეზოში გამოვიდოდი მე გამოვიარე ის ოთახი, სადაც ჩვენ ვქეიფობდით და დავინახე, რომ იქ ისხდნენ გიორგი შაქარაშვილი და კიდევ რომელიღაცა მისი მეგობარი, რომელიც ზუსტად არ მახსოვს ვინ იყო და, ასევე, იყვნენ ანას მეგობარი გოგონები. მე რომ გამოვედი გარეთ, ეზოში დავინახე, რომ ჩემი მეგობრები ნიკა ხეჩოშვილი და ვახო ჩიქოვანი შუაში ყავდათ მომწყვდეული საბა ჩხარტიშვილს,გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, ირაკლი წაქაძეს და ზურაბ გოგინაშვილს, რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნიკა ხეჩოშვილს და ვახო ჩიქოვანს და ურტყამდნენ კრამიტებს,"-ნათქვამია ჩვენებაში.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით  შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა  22 ივნისს დაწერა პატაკი, სადაც აღნიშნავს, რომ :

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას".

ამის შემდეგ გამომძიებელი შემდგომი რეაგირების თხოვნით მიმართავს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც.

პროკურატურის მიერ, 27 ივნისს, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში, თითქმის წუთნახევრიანი მონაკვეთი სწორედ იაკობ ბრეგვაძეს ეკუთვნის. ის და მასთან ერთად მყოფი ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილიც, თბილისი-ლესელიძე-სენაკის გზაზე გადაადგილდებიან. კადრები, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და ის არ ასახავს ინცინდენტის მონაკვეთს.

ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა, არ დევს დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მასალის ამოღება და აღდგენა მოახერხეს იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერიდან ექსპერტებმა.

გარდა ამისა, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები.

ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.

 

 

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way