USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
ახალი აღმოჩენა-ადამიანის და ფუტკრის ტვინი თითქმის ერთნაირად ფუნქციონირებს
Date:  2114

ახალი ზელანდიის მკვლევარებმა სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს.

Today News Ufa- ს თანახმად, მეცნიერებმა დაადგინეს მსგავსება ადამიანის ტვინის და ფუტკრის ფუნქციონირებაში. ფუტკრების ტვინის მუშაობის რიტმი არის იმ რიტმის ზუსტი ასლი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანებში ტვინის მუშაობას. მკვლევარების მიერ ფუტკრის ტვინის მუშაობის შესწავლა ხელს შეუწყობს იმის გარკვევას, თუ როგორ მიდის კოგნიტური პროცესები ადამიანის ტვინში.

მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ ამ სფეროში კვლევა მნიშვნელოვნად გაიაფდება, რადგან ძვირადღირებულ ექსპერიმენტებს ადამიანებზე ჩაანაცვლებს ფუტკარზე ჩატარებული ექსპერიმენტები.

აღნისნული ექსპერიმენტები ჩატარდა ჩვეულებრივი ფუტკრებზე. მათი ტვინის აქტივობა სხვადასხვა სუნით იყო სტიმულირებული, ხოლო მონაცემები იკითხებოდა ელექტროდების მეშვეობით.

 

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way