USD 2.7111
EUR 3.1411
RUB 3.3584
Tbilisi
ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
Date:  524

იტალიაში მიმდინარე ევროპის ზამთრის მე-16 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე კონსტანტინე სუპატაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფიგურულ ციგურაობაში მან თავისუფალ პროგრამაში 123.88 ქულა დაიმსახურა და 16 ფინალისტს შორის პირველი ადგილი დაიკავა, მოკლე პროგრამაში კი 65.12 ქულა ჰქონდა და მეხუთე შედეგი აჩვენა.

სუპატაშვილმა მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში 189 ქულა დააგროვა და ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს ნაკრებს მეორე ვერცხლის მედალი მოუტანა.

society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way