USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ახალგაზრდა დიპლომატი ანი სამადაშვილის ორგანიზატორობით, თბილისში მსოფლიოს 16 ქვეყნის ახალგაზრდა პროფესიონალების ლიდერების ფორუმი გაიმართა
Date:  264

ახალგაზრდა პროფესიონალების ფორუმი, რომელშიც მსოფლიოს 16 ქვეყნის 70 დელეგატი მონაწილეობდა გაიმართა თბილისში სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში“ 15 – 18 ივლისს.

საქართველომდე Young Professional Fellowship ჩატარდა კანადაში, თურქეთში, მალდივებზე, ტაილანდში, ნეპალში, ინდონეზიაში და ბრაზილიაში. ახალგაზრდა პროფესიონალების ფორუმს საქართველოში ორგანიზებას უწევდნენ ახალგაზრდა დიპლომატი ანი სამადაშვილი და ასევე, შოთა იმერლიშვილი.

Young Professional Fellowship აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდული ლიდერების გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისებას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. საქართველოში გამართული ფორუმის მიზანი იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ახალგაზრდა ლიდერების კოლაბორაცია და დაახლოვება. ფორუმის დღეებში გაიმართა სხვადასხვა სფეროს ახალგაზრდა ლიდერების შეხვედრები, დისკუსიები იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციის ეგიდით უკვე განხორციელდა სხვადასხვა ქვეყნებში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო Young Professional Fellowship-ის ვიცე- თავმჯდომარის მუჰამედ აჰმადის მიერ და მოიცავდა ექსპერტების მიერ წარმართულ დისკუსიებს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე, ლიდერობის პრაქტიკულ აქტივობებსა და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ, აგრეთვე კარიერულ განვითარებას, ლიდერობას, ახალგაზრდებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.

Young Professional Fellowship-ის ვიცე- თავმჯდომარის განცხადებით, თბილისში გამართული ღონისძიება იყო უნიკალური პლატფორმა, სადაც ახალგაზრდა ლიდერებს ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ ინტერაქტიულ დისკუსიებში, უნარების განვითარების სესიებში, რაც ხელს შეუწყობს მათ მომზადებას გლობალური ლიდერობისთვის.

404df1f8-d58d-43a9-8f92-e3378d5c4526

ანი სამადაშვილი და შოთა იმერლიშვილი

“საქართველოში ფორუმის წარმატება განსაზღვრა პლატფორმის ერთ-ერთი თანაორგანიზატორის ანი სამადაშვილის აქტიურმა ჩართულობამ ფორუმის მომზადების პროცესში, ანის გზა ჩვენს ორგანიზაციაში დაიწყო 2024 წლის დეკემბერში, როცა მან საქართველოს წარმომადგენლობა გააკეთა Global Peace Summit-ზე ნიუ-იორკში. მას შემდეგ, ის აქტიურადაა ჩართული ორგანიზაციის მისიაში და იღებს ლიდერულ როლებს.

ამ მისიის ნაწილია ანის მომავალი მონაწილეობა Leadership and Peacebuilding Certification პროგრამაში, რომელიც გაიმართება ლონდონში, 2025 წლის სექტემბერში, სადაც ის წარადგენს როგორც საქართველოს, ასევე YPF-ისა და GPS-ის კურსდამთავრებულთა საზოგადოებას საერთაშორისო ასპარეზზე.

დღეს ანი გლობალური მშვიდობის გამორჩეული ელჩია, ფლობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სამაგისტრო ხარისხს, არის ახალგაზრდული ლიდერობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აქტიური მხარდამჭერი. ფლობს აკადემიურ გამოცდილებას, პროექტებისა და რისკების მართვის პროფესიულ ცოდნას და კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობის უნარს, რისი დამსახურებითაც მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ღონისძიების ხედვის ჩამოყალიბებასა და იმ სესიების განხორციელებაში, რომლებშიც მონაწილეობდნენ დელეგატთა ჯგუფები“ თბილისის ფორუმს მნიშვნელოვანი შეფასებები და გამოხმაურება ჰქონდა საერთაშორისო ასპარეზზე ორგანიზებული და მაღალი სტანდარტით ჩატარებული შეხვედრებისა და სესიებისთვის.

დელეგატებმა აღნიშნეს, რომ პროგრამამ შექმნა გარემო, სადაც შესაძლებელი იყო იდეების თავისუფლად გაზიარება, სესიებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მათი კომუნიკაციის უნარები, გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები, რეალური საკითხების ინტერესი და ცოდნა, ამასთან ერთად, გაჩნდა ძლიერი პროფესიული კავშირები თანამოაზრე ახალგაზრდებს შორის მთელი მსოფლიოდან იმ ღირებულებების და იდეების განმტკიცებისთვის, რომ ახალგაზრდები, როცა ისინი ერთად და მიზანმიმართულად მოქმედებენ, შეიძლება გახდნენ ცვლილებების ძლიერი შემოქმედები თავიანთ საზოგადოებებსა და ქვეყნების ფარგლებს გარეთ.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way