USD 2.6883
EUR 3.1749
RUB 3.5050
Tbilisi
აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2024 წლის იანვარში დასრულდება
Date:  905

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გიორგი აბუთიძესთან ერთად აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, გზის სავალი ნაწილის ერთ მხარეს უკვე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენები.

„სამუშაოები დღე და ღამე მიმდინარეობს და დასრულდება დათქმულ ვადაში დასრულდება. ერთი მხარე, რომელიც ჩაკეტილი იყო, უკვე გახნილია, კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია, ასფალტის ქვედა ფენები მოწესრიგებულია და გადაადგილება შესაძლებელია. გადაკეტილი გვაქვს გზის მეორე ნაწილი, სადაც იგივე სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აქ გაცილებით ნაკლებია გასაკეთებელი, ვინაიდან ძირითადი ქსელი მეორე მხარეს იყო განთავსებული. იმ მხარეს, რომელიც დღეს გვაქვს ჩაკეტილი, ძირითადად დაერთებები მოგვიწევთ, ასევე, წყლისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება. რაც შეეხება ე.წ. დიდუბის ხიდს, ოქტომბრის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულებული იქნება. როგორც იცით, რამდენიმე კვირის წინ იქ მოძრაობაც გავხსენით. პარალელურად, წერეთლის გამზირზე მიმდინარეობს ტროტუარების მოწესრიგება, დაწყებული გაქვს გამწვანების სამუშაოებიც და იანვარში სრულად იქნება დასრულებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად გაეცნო დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი.

ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო კაბელების მიწისქვეშ გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. გამზირის იმ მხარეს, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა, ძველი სავალი ნაწილის მოფრეზვისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2024 წლის იანვარში დასრულდება.

 

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way