USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
აჯამეთის აღკვეთილში, ბი პი საქართველოს მხარდაჭერით, იმერული მუხის აღდგენის პროექტი ხორციელდება
თარიღი:  

აჯამეთის აღკვეთილში, ბი პი საქართველოს მხარდაჭერით, იმერული მუხის აღდგენის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციას „ელკანა“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტი „აჯამეთის აღკეთილში იმერული მუხის აღდგენა“ ითვალისწინებს 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იმერული მუხის 5000-მდე ნერგის დარგვას, რეგულარულ მოვლასა და 2 წლის განმავლობაში მონიტორინგს.

მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ მოაწერეს.

„დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბი პი საქართველოს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდასა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის კონსერვაცია წარმოადგენს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის