USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
აითოლა ალი ხამენეი: ირანის ვალია ჰანიეს მკვლელობისთვის შური იძიოს
Date:  1396

ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ირანის ვალია შური იძიოს „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს თეირანში მკვლელობისთვის.

„დამნაშავე და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა ჩვენს სახლში ჩვენი საყვარელი სტუმარი მოწამებრივად მოკლა და ამით მწუხარებაში ჩაგვაგდო. თუმცა, ამან მკაცრ სასჯელს ჩაუყარა საფუძველი“, - ნათქვამია ირანის სულიერი ლიდერის განცხადებაში.

მისი თქმით, ჰანიეს მოწამებრივი სიკვდილის არასდროს ეშინოდა, რადგან ის წინააღმდეგობის მოძრაობას საკუთარი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სწირავდა.

„ჰამასის“ ლიდერი თეირანში გვიან ღამით მოკლეს. ის ირანის დედაქალაქში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. წინასწარი ინფორმაციით, სახლს, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული, მართვადი რაკეტა მოხვდა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way