USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
Daily Express-ი- ბიძინა ივანიშვილი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ყველაზე მსხვილი დონორი გახდა
дата:  725

ბრიტანული გამოცემა Daily Express საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, გაღებული დონაციის შესახებ წერს. სტატია სახელწოდებით: „ბიზნესმენმა გასაოცარი თანხა 25.5 მილიონი ფუნტი გაიღო კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, გამოქვეყნდა.

„ქართველი ბიზნესმენი კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ყველაზე მსხვილი კერძო დონორი გახდა მსოფლიოში“, - წერენ სტატიაში. როგორც სტატიაშია აღნიშნული, ივანიშვილმა, მის ოჯახთან ერთად, 100 მილიონი ლარი, დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი გაიღო საქართველოს მთავრობის ფონდისთვის #STOPCOV. აქვე ნათქვამია, რომ ეს საჩუქარი საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებით განხორციელებული ყველაზე მსხვილი ერთჯერადი კერძო კონტრიბუციაა და ის დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს. „ბატონმა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, მათი ფონდი „ქართუს“ მეშვეობით 3 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღეს საქართველოში სხვადასხვა სფეროს ქველმოქმედებისთვის. მათ შორის არის, თეატრებისა და სპორტული დარბაზების მშენებლობა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია“, - წერენ სტატიაში.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати