USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
«Daily Express» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინა გააფრთხილეს, რომ მას კრემლი ავისმომასწავებელ ფინალს უმზადებს და კიევს გამარჯვების მცირე შანსები აქვს“
Date:  

„რუსეთ-უკრაინის ომი უკვე ორი წლის ნიშნულს უახლოვდება. მკაცრი რეალობა კიევისათვის სულ უფრო აშკარა ხდება“, - ნათქვამია ბრიტანული „დეილი ექსპრესის“ (Daily Express) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინა გააფრთხილეს, რომ მას კრემლი ავისმომასწავებელ ფინალს უმზადებს და კიევს გამარჯვების მცირე შანსები აქვს“ (ავტორი - ადამ ჩაპმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინა ფინანსურ დახმარებას და იარაღს დასავლელი მოკავშირეებისაგან იღებს, მაგრამ ბოლო დროს მხარდაჭერის ინტენსიურობამ იკლო. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობის შეცვლა მხოლოდ წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად თუ მოხდება.

უნგრეთი უკრაინისთვის სერიოზულ დაბრკოლებად რჩება: გასულ პარასკევს, 15 დეკემბერს, ვიქტორ ორბანმა კიევისათვის განკუთვნილი 50 მილიარდიანი ევროს დახმარება დაბლოკა.

აშშ-შიც ისეთი ამბები ხდება, რომლებიც კიევისათვის ძალზე არასასიამოვნოა: კონგრესმა მხარი არ დაიჭირა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის კანონპროექტს უკრაინისათვის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. საერთოდ, ამერიკის საზოგადოებაში უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხის აქტუალურობა სულ უფრო სუსტდება.

ბრიტანელი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის - სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი ვიცე-მარშალისა და ექს-სამხედრო მფრინავის შონ ბელის განცხადებით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების შანსები ყოველდღიურად კლებულობს და სულ უფრო გაურკვეველი ხდება. მისი თქმით, რუსეთის უპირატესობა ბრძოლის ველზე სულ უფრო აშკარა ხდება: „რუსეთი გოლიათია უკრაინელი დავითისათვის. მართალია, უკრაინა უდიდეს ძალისხმევას იჩენს კრემლის შეჩერებისათვის, მაგრამ კიევს სამხედრო ავიაცია ფაქტიურად არ აქვს. უკრაინა არც ნატოს წევრი არ არის. ამჟამად სიტუაცია კიევისათვის სასარგებლოდ არ ყალიბდება“.

ბრიტანელი გადამდგარი ვიცე-მარშალი წუხს, რომ უკრაინამ ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას კონტრშეტევის დროს. „რუსეთს საკმაოდ ფართო თავდაცვითი ზღუდეები აქვს: ჯერ დანაღმული ველები, შემდეგ სამრიგიანი ტრანშეები და ბოლოს - ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილები“, რომელთა გადალახვა ძალიან რთულია. უკრაინის არმიამ წინსვლა მხოლოდ 15 კილომეტრით მოახერხა, გარღვევის გასაგრძელებლად ძალა აღარ ეყო. ამ ომის მკაცრი რეალობა ისაა, რომ კიევის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სიტუაცია მისთვის წამგებიანია“.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ბიძია სემს შეუძლია დახმარების „ონკანი გადაკეტოს“, - გვაფრთხილებს შონ ბელი: „თუ აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვლება, ვინ იცის, რა მოხდება? საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ უკრაინისათვის სასიკეთო არ იქნება. ვლადიმერ პუტინი გრძელვადიან თამაშს იწყებს“.

მართლაცდა, კრემლი უკვე სარგებლობს უკრაინის მყიფე მდგომარეობით. უნგრეთის მიერ დახმარების დაბლოკვის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საათი იყო გასული, რომ რუსეთმა უკრაინაზე დროებით შეტევა გააფართოვა - იმ იმედით, რომ უკრაინას იარაღი სწრაფად ამოეწურება.

წყარო: https://www.express.co.uk/news/world/1846416/vladimir-putin-russia-ukraine-war-president

 

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way