USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
«Daily Mail» (დიდი ბრიტანეთი): ექსკლუზივი: „ტრამპს განზრახული აქვს ნატოში ლიდერობა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს დაუთმოს და მეტი პასუხისმგებლობა მათ დაეკისროთ“
дата:  572

ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ (Daily Mail) 5 მარტის ნომერში რუბრიკით „ექსკლუზივი“ გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპს განზრახული აქვს ნატოში ლიდერობა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს დაუთმოს და მეტი პასუხისმგებლობა მათ დაეკისროთ“ (ავტორები - ჯეისონ გროვსი და მარკ ნიკოლი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ ამერიკამ უარი თქვას ნატოში ლიდერობაზე მას შემდეგ, რაც მან ევროპელ მოკავშირეებს მოსთხოვა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამერიკა თავის ლიდერულ როლს ინარჩუნებს თავდაცვითი ალიანსის შექმნის დროიდან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. 1949 წლიდან, როცა ვაშინგტონში ჩრდილოატალანტიკური სამხედრო ორგანიზაციის ხელშეკრულება გაფორმდა, ევროპაში დისლოცირებული ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ყოველთვის ამერიკელი მაღალჩინოსანი ოფიცერი (ოთხვარსკვლავიანი გენერალი ან ადმირალი) იყო.

მაგრამ იმის შესაბამისად, რომ ამჟამად აშშ ითხოვს - მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი პასუხისმგებლობა აიღონ კონტინენტის უსაფრთხოებაზე - ვაშინგტონი ელოდება, რომ გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარდლის პოსტს ბრიტანელი ან ფრანგი გენერალი დაიკავებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ევროპელი მოკავშირეები შოკში ჩააგდო უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერებით, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ისტორიული დიპლომატიური ინციდენტის კვალობაზე.

დონალდ ტრამპმა ორშაბათს საღამოს მკაცრად გააფრთხილა უკრაინელი ლიდერი, რომ არ მოითმენს მის უპატივცემლო მოქმედებას, რაც უკრაინას უარეს ეფექტს მოუტანს. თეთრმა სახლმა თავის ნათქვამს, მეტი დარწმუნების მიზნით, პრაქტიკული გადაწყვეტილება მოაყოლა სამხედრო დახმარების შეჩერების თაობაზე.

მაგრამ სამშაბათს, 5 მარტს - მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გააფრთხილა უკრაინის პრეზიდენტი, რომ აუცილებელია მან აშშ-სთან ურთიერთობა გააუმჯობესოს საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შერიგების მიზნით, დონალდ ტრამპს ზეთისხილის სამშვიდობო რტო გაუწოდა: მან განაცხადა, რომ დიდად აფასებს ამერიკის მხარდაჭერას და მზად არის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობის ქვეშ იმუშაოს მტკიცე მშვიდობის მისაღწევად“. მან „დასანანი“ უწოდა ოვალურ კაბინეტში მომხდარ სკანდალს და აღნიშნა, რომ აქვს წინადადებები სამშვიდობო შეთანხმების პროცესის მიმართ - უკრაინა გამოაცხადებს ტყვეების გათავისუფლებას, ცეცხლის შეწყვეტას ჰაერიდან, საზღვაო აკვატორიაში, თუ რუსეთიც დათანხმდება.

დამატებითი წყაროების ცნობით, კირ სტარმერი და ემანუელ მაკრონი მზად არიან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, მომავალ კვირას ვაშინგტონში გაემგზავრნონ და ერთად შეხვდნენ დონალდ ტრამპს, ასე ვთქვათ „ერთიანი ევროპული ფრონტით შეუტიონ აშშ-ის პრეზიდენტს“.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინისათვის სამხედრო დახმარების შეჩერების თაობაზე დაუნინგსთრითზე, სხვა ევროპული მთავრობებისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, მოულოდნელი არ ყოფილა.  სავარაუდოდ, კირ სტარმერმა და დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე ორსაბათს ტელეფონით ისაუბრეს, თუმცა ბრიტანელმა პრემიერმა ამერიკის პრეზიდენტს გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა.

აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ეხება აგრეთვე იმ სამხედრო ტვირთების  შეჩერებას, რომლებიც ამჟამად პოლონეთშია და უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავთ, ანუ ჯო ბაიდენის განკარგულებით გაცემულ დახმარებას.  

 

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати