USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Tbilisi
აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Date:  889
დიდუბის რაიონის გამგეობა აგლაძის ქუჩის N38-ში არსებული მოსასვენებელი სივრცის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.
ტერიტორია 5 000 კვ.მ ფართობს მოიცავს და მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებია დაგეგმილი.
 
პროექტის მიხედვით, განთავსდება საპარკე ინვენტარი, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა. პატარებისთვის გაკეთდება საბავშვო სივრცე სხვადასხვა სახის ატრაქციონით. ტერიტორიაზე ასევე იგეგმება ძაღლების გასასეირნებელი სივრცის მოწყობა. ჩატარდება გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, ასევე გაკეთდება შადრევანი.
 
სამუშაოების ღირებულება 1 644 444 ლარს შეადგენს. სამუშაოების მიმდინარეობას დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.
World
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way