ხმაური და დაპირისპირება ლავრენტი არდაზიანის ორ ნომერში - ომის ვეტერანი და მისი მრავალსულიანი ოჯახი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოასახლეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანაშმრომლები მოხუც პენსიონერს და მის მრავალსულიან ოჯახს ერთადერთი თავშესაფრიის გარეშე ტოვებენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანაშმრომლებმა კარი უროთი შეამტვრიეს, ოჯახს წევრებს ფიზიიკურად გაუსწორდნენ და ხელბორკილები დაადეს.
"პირველების"ინფორმაციით, დაკავებულია 4 პირი. მათ ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნებათ.
როგორც ირკვევა, მევახშისგაან ომის ვეტერანს 20 ათასი ლარი ჰქონდა ნასესხები, აპირებდა თანხის დაბრუნებსაც, თუმცა მევახშემ ფულზე უარი თავად თქვა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანაშმრომლებს არ აქვთ იმის უფლება, რომ ამ წუთებში, ადამიანები სახლიდან გამოასახლონ, რადგან ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული იმ მევახშის წინააღმდეგ, რომელმაც ოჯახის უფროსი ლაშა გიგაური მოატყუა.
აქვე მოგვყავს აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება, რომელიც გამოსახლების პროცედურის დაწყებამდე გავრცელდა:
"აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადება 23 თებერვალს ჩანიშნულ გამოსახლებასთან დაკავშირებით
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 25 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით, 2023 წლის 23 თებერვალს ჩანიშნულია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის (მდებარე თბილისი, არდაზანიას ქუჩა) გამოთხოვის პროცესი.
აღნიშნული საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში შემოსულია 2020 წლის მარტში. აღსრულების პოლიციის მიერ, მორალური პრინციპების საფუძველზე გამოსახლების პროცესი გადადებულია ერთხელ. ასევე, გამოსახლების პროცესი შეჩერებული იყო პანდემიის პერიოდში. სამი წლის განმავლობაში, ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობით, აქტიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის და საქმის მორიგებით დასრულების მიზნით. სამწუხაროდ, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
მოვალის მიმართვის საფუძველზე, აღნიშნულ საქმეზე პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუმცა სასამართლოს მიერ გამოსახლების პროცესის შეჩერება არ მომხდარა.
მოვალე მხარემ აღსრულების შეჩერება მოითხოვა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული პუნქტის თანახმად ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, თუ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებაზე აღსრულებას აჩერებს”.
ზემოაღნიშნულ საქმეში, გამოსათავისუფლებელი ქონება წარმოადგენს არა მოვალის, არამედ კრედიტორის საკუთრებას.
შესაბამისად, აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ აქვს კანონისმიერი წინაპირობა აღსრულების შესაჩერებლად, გარდა მხარეთა შეთანხმებით და მორიგებით საქმის შეჩერებისა."