USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
აღმაშფოთებელი პროვოკაცია ანტირუსული ქართული ძალების მხრიდან. გარდა ამისა, არსებობს უკრაინული კვალი და შესაძლოა სხვა ქვეყნებისაც - რუსეთის დუმის დეპუტატი
Date:  319
რუსეთის დუმის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი სვიშჩევი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაცია თბილისში მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარ სკანდალზე რეაგირებას მოახდენს. სვიშჩევი ოკუპანტების წინააღმდეგ, თბილისში გამართული აქციის უკან უკრაინულ კვალს ხედავს და ქართულ პოლიციას მადლობას უხდის, თუმცა უკმაყოფილებასაც გამოთქვამს:
 
"აღმაშფოთებელი პროვოკაცია ანტირუსული ქართული ძალების მხრიდან. გარდა ამისა, არსებობს უკრაინული კვალი და შესაძლოა სხვა ქვეყნებისაც. რა თქმა უნდა, ამ ქმედებას სპორტთან არაფერი აქვს საერთო. ვიცი, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია დაიკავეს. მადლობას ვუხდი მათ ამისთვის, მაგრამ, ჩემი აზრით, მათ შეეძლოთ კიდევ უფრო მკაცრი ყოფილიყვნენ დამრღვევების მიმართ. თუმცა, ეს საქართველოს კანონებია და ჩვენ მათზე არ ვისაუბრებთ, თუმცა შეჯიბრებების მასპინძელი ქვეყანა იღებს პასუხისმგებლობას ვიზების მხარდაჭერასა და დელეგაციების უსაფრთხოებაზე“ - ამბობს დუმის დეპუტატი.
 
თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად რუსი მოფარიკავეები ჩამოვიდნენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც რუსული არმიის სამხედრო ოფიცრის წოდებები აქვთ. რუსი სამხედრო მოფარიკავეების საქართველოში ჩამოსვლა ტურნირში მონაწილეობა გუშინ, 27 ივლისს, ახალ სპორტის სასახლესთან ახალგაზრდებმა გააპროტესტეს. "17 რუსი ანწუხელიძის ქვეყანაში" - ამ სახელწოდების აქციაზე მათ რუსეთის დროშაც დაწვეს
society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way