USD 2.7143
EUR 3.2143
RUB 3.2694
Tbilisi
"Dagens Nyheter" (შვედეთი): „აქ ანტირუსული სანქციები არ მოქმედებს: მდიდრული ავტომობილების გზა ევროპიდან მოსკოვისაკენ"
Date:  722

შვედეთის ყველაზე მრავალტირაჟიან გაზეთ „დაგენს ნიჰეტერში“ (Dagens Nyheter) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აქ ანტირუსული სანქციები არ მოქმედებს: მდიდრული ავტომობილების გზა ევროპიდან მოსკოვისაკენ" (ავტორები - ლარს ლინდკვისტი და ინგმარ ნევუსი). მასალაში გადმოცემულია სიტუაცია, რომელიც საქართველოს ყაზბეგის საბაჟოზეა შექმნილი: ათასობით სატვირთო ავტომობილი (ტრაილერი) თურქეთიდან, სომხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტული გავლით, უწყვეტად ეზიდება საქონელს რუსეთისაკენ.

„ექსკლუზიური, სრულიად ახალი ევროპული მდიდრული მანქანები, რომლებიც ბერლინშია შეძენილი,  რუსეთისაკენ მიდის, სადაც მათ მოსკოვური ელიტა ელოდება - ელიტა, რომლისთვისაც ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ სანქციებ ცხოვრება უნდა გაერთულებინა, მაგრამ ასე არ მოხდა“, - ნათქვამია სტატიაში.

„გზა, რომელიც თბილისიდან ჩრდილოეთისაკენ, რუსეთისაკენ მიდის, ევროპის ერთ-ერთ შთამბეჭდავ მაგისტრალად შეიძლება ჩაითვალოს - აქედან ვხედავთ ლაჟვარდოვან წყალსაცავს, ცოტა შორს მოჩანს კავკასიონის დათოვლილი მწვერვალებ, რომელტაგან ყაზბეგის მთა ყველაზე მღალია. ვუახლოვდებით ერთადერთ ოფიციალურ სასაზღვრო-გასასვლელ პუნქტს საქართველოდან რუსეთში. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ამ პუნქტით რუსეთიდან საქართველოში ათი ათასობით რუსი მოქალაქე გამოიქცა და თავი შეაფარა, რათა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში არ ყოფილყო გაწვეული. 

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა მკაცრი სანქციები დააწერა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ვაჭრობისა და ექსპორტის მკვეთრად შეზღუდვას ითვალისწინებს - იმ მიზნით, რომ რუსეთის ეკონომიკა რაც შეიძლება მეტად დაზარალდეს... მაგრამ რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით აკრძალული ტვირთები და საქონელი მაინც შედის“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორები ესაუბრებიან თურქ და სომეხ მძღოლებს, რომლებიც ამბობენ, რომ მიმდინარე თვეში რუსეთისაკენ უკვე მერვედ მიდიან, ეზიდებიან „მერსედესის“ მარკის ძვირადღირებულ ავტომობილებს. „ჩვენ არავითარი აკრძალული საქონელი არ მიგვაქვს რუსეთში“, - ეუბნება შვედ ჟურნალისტებს ქართველი მძღოლი აჩიკო თავართქილაძე, რომლის ტრაილერში ავეჯია, თურქეთში შეძენილი.

წყარო: https://www.dn.se/varlden/har-rundas-sanktionerna-mot-ryssland-lyxbilar-fran-europa-pa-vag-till-moskva/

მოამზადა სიმონ კილაძემ

tbilisi
ჩუღურეთის რაიონში, მარუაშვილის ქუჩის N50-ის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა
რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ჩუღურეთის რაიონში საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. ტერიტორია განათებული და ყველანაირად მოწესრიგებულია. ყოველთვის პრობლემას წარმოადგენდა, რომ ჩუღურეთის რაიონში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, მოგვეძებნა დიდი სივრცე, სადაც მსგავსი პროექტის განხორციელება იქნებოდა შესაძლებელი. მიხარია, რომ ვხედავ სპორტულ ინფრასტრუქტურას, სადაც ჩვენს პატარებს ექნებათ შესაძლებლობა ვარჯიშის, განტვირთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურობაში. აქტიურად განვაგრძობთ ქალაქის აღმშენებლობას, განვითარებას, პარკების, რეკრეაციული არეალების, სპორტული სივრცეების მოწყობას, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. მზად ვართ, გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს ქალაქსა და თანაქალაქელებზე. მომდევნო ოთხი წელი თბილისისთვის კიდევ უფრო საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505 000 ლარი შეადგინა.
სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით.
განახლებული ინფრასტრუქტურა, დედაქალაქის მერთან ერთად, ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაქაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way