USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
აფრიკული წარმოშობის ვარსკვლავები ევროპელი ექიმების წინააღმდეგ
თარიღი:  1061

დიდი გამოხმაურება და მწვავე აღშფოთება მოჰყვა ფრანგულ საზოგადოებასა და მედიაში ფრანგული საინფორმაციო ტელეარხის-LCI-ის ეთერში გამართულ დისკუსიას.

საქმე ეხებოდა პოლემიკას ტუბერკულოზის სამკურნალო BCG-ის ვაქცინის COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხს.

სამეცნიერო დისკუსიაში მონაწილემ- პარიზის კოშენის ცენტრის რეანიმაციის განყოფილების უფროსმა ჟან პოლ მირამ გამოთქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა ვაქცინის გამოცდა აფრიკელების მონაწილეობით, “რამდენადაც ისინი არიან დაუცველები-ვერ მკურნალობენ, ვერ სარგებლობენ რეანიმაციით, არ ატარებენ ნიღბებს, მაშინ როდესაც კარანტინის პირობებში მყოფი ევროპელები არიან კარგად დაცულები და ვერ გამოდგებიან საკონტროლო ჯგუფად... ისე, როგორც ახლო წარსულში მეცნიერები შიდსის კლინიკას აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ მეძავების კონტიგენტის მიხედვით, რომლებიც იყვენ ასევე დაუცველები და განეკუთვნეოდნენ რისკ -ჯგუფს“-განაცხადა მირამ. მას დაეთანხმა დისკუსიის მეორე მონაწილე-საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვისა და სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ინსტიტუტის (Inserm) წამყვანი მეცნიერ -თანამშრომელი კამილ ლოში: “მართალი ხართ. ჩვენ მართლაც განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას, თუმცა არ გამოირიცხება ევროპაში საკონტროლო ჯგუფების ფორმირების საკითხიც“ .

ამ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ რასისტულ განცხადებებს აფრიკული წარმოშობის სპორტის ცნობილი ვარსკვლავები გამოეხმაურნენ, „ბარსელონასა“ და „ჩელსის“ ფეხბურთელები-დიდიე დროგბა, სამუელ ეტო, დემბა ბა. 

''კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დასავლეთში, სადაც ადამიანებს სჯერათ, რომ საუკეთესოები არიან!  აქ რასიზმი ჩვეულებრივი ამბავია ! გამოფხიზლების დროა !''- დაწერა დემბა ბამ twitter-ში.

ეტოომ ექიმებს ბო***შვილები უწოდა, შემდეგ კი Instagram-ში დაწერა: ''თქვენ ნეხვები ხართ, აფრიკა თქვენი სათამაშო ადგილი არაა.''

დიდიე დროგბას კომენტარი ასეთი იყო: ''გაუგებარია, თუ რატომ უნდა მივიღოთ მათი წინადადება, რატომ უნდა გამოვცადოთ ვაქცინა აფრიკელ ხალხზე. აფრიკა არ არის ლაბორატორია. ვგმობ რასიტულ და აგდებულ დამოკიდებულებას აფრიკელი ხალხის მიმართ. დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ აფრიკა და აფრიკელი ხალხი, შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება, რაც მთელი მსოფლიოს პრობლემაა. აბსურდია, როცა აფრიკელებს განიხილავენ, როგორც ზღვის გოჭებს."

 

გადაცემას დიდი გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკური წრეებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან და დაისვა ამ განცხადებებზე სამართლებრივი რეაგირების საკითხიც.

 

წყარო: parismatch.com

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის