USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
აფრიკის დასახლებაში პოლიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა
дата:  839

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახური ადგილობრივების აქციის პარალელურად შენობების დემონტაჟს აგრძელებს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სწორედ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დააკავეს 8 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საუბარია 12 ნაგებობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოთ არის განთავსებული და მერიამ მათი დემონტაჟი დაიწყო.

აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. კალაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფო ქონება უკანონოდ დაიტაცეს და იქ ნაგებობები იმ მიზნით ააშენეს, რომ ეს ქონება მომავალში დაეკანონებინათ. მისი თქმით, სადაო ნაგებობებში არავინ ცხოვრობს და შენობების დემონტაჟის შემდეგაც უსახლკაროდ არავინ რჩება:

“ეს ადამიანები არიან ვისაც აქვთ სახლები და მიწის ნაკვეთები, რაიონებში აქვთ ზოგს სახლები. სანამ მე ვარ ქალაქის მერი, არ დავუშვებთ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ბევრ ოჯახს ვეხმარებით რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ სოციალურ ეკნომიკური მდგომაროება, მაგრამ ეს მიდგომა მიუღებელია” – ამბობს კალაძე.

მისი თქმთ, ვისაც სახლი არ აქვს შეუძლია მუნიციპალური თავშესაფრით ისარგებლოს, რომელიც მისი თქმით ნახევრად ცარიელია.

ადგილობრივების ნაწილი კი ამბობეს, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати