USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება
თარიღი:  522

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო.

როგორც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი მოიცავს UEFA-ს სტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობას, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით.

მისი თქმით, სპორტის განვითარების მიმართულებით მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩის N12-ში, 3 220 კვ.მ ფართობზე UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი და 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა მოეწყობა, სადაც ადგილები გათვალისწინებულია შშმ პირთათვისაც. ასევე მოეწყობა ფეხბურთელებისა და მსაჯების გასახდელები სველი წერტილებითა და საშხაპეებით. შენობა აღიჭურვება საჭირო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიიდან უკვე განხორციელდა მაღალი ძაბვის ელექტროსადენების ჯიხურის გადატანა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წელს.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის