USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, N7 კორპუსის მიმდებარედ, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
Date:  774
სამგორის რაიონში მორიგი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
აფრიკის დასახლებაში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩაზე, N7 კორპუსის მიმდებარედ, კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
სამუშაოები 2 800 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს განათების სისტემისა და ატრაქციონების სამონტაჟო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების, მოსასვენებელი სივრცეებისა და პავილიონის მოწყობა;
 პროექტი ასევე მოიცავს ბავშვთა გასართობ და სპორტულ ზონას; მოეწყობა განათებისა და სარწყავი სისტემები; ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და გამწვანდება ხე-მცენარეებით.
პროექტისათვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 474 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოადგილე ზურაბ თამლიანთან ერთად გაეცნო
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way