USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
აფხაზური ოპოზიცია რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს
Date:  881

ოკუპირებული აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა ორგანიზაცია „აიააირა“ („გამარჯვება“) თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დე ფაქტო ხელისუფლებისა და ე.წ. პრეზიდენტის მიერ გატარებული პოლიტიკის უნდობლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

სააგენტო „აიაშარას“ ცნობით, ორგანიზაციის წევრებმა ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეფერენდუმის ჩასატარებლად საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართეს.

„ცესკოს“ ცნობით, კითხვა, რომელზეც 36-კაციან საინიციატივო ჯგუფს რეფერენდუმის ჩატარება სურს, ასეა ფორმულირებული: „აუცილებლად მიგაჩნიათ თუ არა აფხაზეთის რესპუბლიკაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება?“.

ოკუპირებული აფხაზეთის „კანონმდებლობით“, რეფერენდუმის მოწვევის უფლება აქვს ე.წ. პრეზიდენტს.

რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით აფხაზეთის მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფში მინიმუმ 25 ადამიანი უნდა შედიოდეს, რეფერენდუმის მოთხოვნით კი, მინიმუმ, 10 000 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს.

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way