USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
აფხაზეთში შესაძლოა რუსი ტურისტებისთვის საზღვრები გახსნან
дата:  1082

აფხაზეთში კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილმა შტაბმა შესაბამის უწყებებს [დე ფაქტო სამინისტროებს] დაავალა, შეიმუშაონ ტურისტებისთვის აფხაზეთის გახსნის გეგმა.

“ბევრი სამუშაო აქვს ტურიზმის სამინისტროს ტუროპერატორებთან, რომლებიც აფხაზურ მხარეს მუშაობენ, ასევე სადაზღვევო კომპანიებთან და ყველა იმ სტუქტურასთან, რომელიც ამ ბიზნესში საქმიანობს. საკმაოდ ბევრი შემოთავაზება მივიღეთ რუსეთიდან, როგორ დავაორგანიზოთ მსგავსი სამუშაო. საჭიროა, სწორი საგზაო რუკის შემუშავება.

ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მოქალაქები რთულ დღეში არიან, დაზარალებულია ეკონომიკა, ფინანსები, ფულის და სავაჭრო ბრუნვა. ჩვენ ამ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოვედით, თუმცა, არასწორმა ნაბიჯმა, მომავალში შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, აფხაზურმა მხარემ, ენგურის გარდა, გამშვები პუნქტი რუსულ მხარესთანაც ჩაკეტა. შესაბამისად, ამ ეტაპზე, ოფიციალური ცნობითვე, რუსი ტურისტები აფხაზეთში ვერ შედიან, რაც თავის მხრივ, იმ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს, ვისი შემოსავალიც ტურიზმზეა დამოკიდებული.

 

წყარო: netgazeti.ge

 

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати