USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
აფხაზეთში რუსეთის 4 მილიარდ რუბლიანი საინვესტიციო პროგრამის ამოქმედება იწყება
თარიღი:  1151

აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი რუსეთის 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა 4 მილიარდზე მეტ რუბლს მოიცავს. 2021 წელს საინვესტიციო პროგრამის განხორციელების დეტალებზე ბრიფინგის ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკური განვითარების მინისტრმა - კრისტინა ოზგანმა იმსჯელა.

რა თანხაა გამოყოფილი და რამდენი პროექტია დაგეგმილი 2021 წელს

ოზგანის თანახმად, 2021 წლის საინვესტიციო პროგრამის განხორციელება იწყება და მისთვის 1,350 მილიარდი რუბლია გამოყოფილი, რომლიდანაც 226 მლნ რუბლი უკვე გახარჯულია.

ჯამში 2021 წლისთვის 44 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, რომელთაგან 7 გარდამავალია. 37-მა ღონისძიებამ „სახელმწიფო შემოწმება გაიარა“ და მათგან 35 ობიექტის თაობაზე „სახელმწიფო კონტრაქტი“ უკვე გაფორმებულია.

ოზგანის განცხადებით, 2021 წლის საინვესტიციო პროგრამის განხორციელება იწყება და ერთ-ერთ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ პროგრამის მიმდინარეობის განმავლობაში მასალებზე ფასები იზრდება.

ოზგანის თანახმად, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ტყვარჩელის საავადმყოფოს მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

ოზგანმა ისიც აღნიშნა, რომ 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამაზე, შეღავათიანი სესხების პროგრამაზე, სოფლის მეურნეობაში, ტურიზმსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში სუბსიდიების პროგრამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

ენერგეტიკის საკითხები

ოზგანმა თქმით, „Ачгуара-ს“ ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებაზე მორჩენილი თანხა 2021-2022 წლებში აფხაზეთის „გაზიფიკაციის ზოგადი სქემის განვითარებას“ მოხმარდებოდა. უშუალოდ „Ачгуара-ს“ შეკეთების სამუშაოებზე რუსეთის საინვესტიციო პროგრამით 106 მლნ რუბლია გათვალისწინებული. ამ საქმისთვის აფხაზური „ჩერნომორენერგო“ კი 16 მლნ რუბლს გამოჰყოფს.

ოზგანის განცხადებით, „გაზპრომსა“ და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები დაწყებულია. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აფხაზეთში აეროპორტის დაფინანსების წყაროს თაობაზე.

გასულ კვირას აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე „მთავრობათაშორისი კომისიის“ თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და ენერგეტიკის სამინისტრო აფხაზეთში ენერგომომარაგების ოპტიმიზაციისთვის სამოქმედო გეგმის მიღებაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ტარიფის ეტაპობრივ ცვლილებას ითვალისწინებს, ასევე გათვალისწინებულია მრიცხველების დაყენებაც, რაც 2022 წელს სოხუმიდან დაიწყება. ამასთანავე, ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის აღსადგენად 4,7 მლრდ რუბლის გამოყოფა იგეგმება.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის