USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თარიღი:  1401

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონში 489 ტესტი ჩატარდა.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 112 ადამიანია მოთავსებული, მათგან 101 კოვიდ 19-ის დიაგნოზით. 32 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 30 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინფექციის დადასტურებული დიაგნოზით 35 პაციენტია მოთავსებული, ოჩამჩირეში კი - 22.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 135 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 102 პაციენტი, 6 345 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის