USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
თბილისი
აფხაზეთში ჰოსპიტალის დირექტორი გაუსაძლის პირობებზე საუბრობს
თარიღი:  1067

აფხაზეთის სამხედრო ცენტრალური ჰოსპიტალი, რომელიც რუსი სამხედროების, მათი ოჯახების, ასევე  აფხაზეთის ძალოვანის სისტემის თანამშრომლების გარდა, გულრიფშის რაიონის მოსახლეობასაც ემსახურება, შესაძლოა, დაიხუროს. ამის შესახებ აფხაზურ ტელევიზიასთან საუბარში ზურაბ აჩბამ, ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ზურაბ აჩბა ჰყვება ჰოსპიტალის მძიმე პირობებზე, რომელიც როგორც სამედიცინო პერსონალს, ასევე პაციენტებს საფრთხეს უქმნის.

როგორც ირკვევა, საავადმყოფოში, რომელიც დაახლოებით, 30 წლის წინ აშენდა, ინფრასტრუქტურა არ არის შეცვლილი, დაჟანგებულია მილები, დაზიანებულია ელექტროსადენები და დაობებულია კედლები.  გარდა ამისა, არ მუშაობს ლიფტი და ტრავმატოლოგიური განყოფილების პაციენტები მესამე სართულზე კიბით თავად ადიან.

“საავადმყოფოს ყველა შენობა ავარიულია და მათი ექსპლუატაცია არ შეიძლება. საშიშია პაციენტეისთვისაც და ექიმებისთვისაც. თუ სიტუაცია არ გამოსწორდება, დავხურავთ და ვეღარ ვიმუშავებთ”, – ამბობს აჩბა.

რაც შეეხება სამედიცინო აპარატურას, 80-იანი წლების შემდეგ ისინი არ შეუცვლიათ.

 

წყარო: netgazeti.ge

 
თბილისი
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის