USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
თბილისი
აფხაზეთში ეთნოწმენდა გრძელდება - აფხაზები გალის ქართველობას „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენას“ სთავაზობენ
თარიღი:  965

ოკუპირებულმა აფხაზეთმა საბოლოო მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს, სხვათა შორის, გალის რაიონის მკვიდრ ქართველებს „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენის“ საშუალება მისცეს.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში შესული ამ ახალი დებულებებით, აფხაზეთში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ამიერიდან „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენის“ უფლება ენიჭებათ.

ოკუპირებული სოხუმი უცხოელებად თვლის გალის ზონაში მცხოვრებ დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს, რომელთაც წინა, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ 2014 და 2017 წლებში მათ აფხაზეთის „მოქალაქეობა“ ჩამოართვა და პოლიტიკური უფლებები წაართვა.

დღეს მიღებული ცვლილებები გალის მცხოვრებლებს პოტენციურად გზას გაუხსნის აფხაზური პასპორტების მისაღებადაც, თუმცა საამისოდ მათ ქართული გვარების დათმობა და აფხაზურზე გადასვლა მოუწევთ.

ცვლილებების პაკეტმა დაახლოებით ერთწლიანი პროცესი გაიარა. პროექტი 2021 წლის მარტში „პარლამენტის თავმჯდომარე“ ვალერი კვარჩიამ წარადგინა.

პაკეტი ასევე შეიცავს ცვლილებებს „სამოქალაქო კოდექსში“ და ითვალისწინებს „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენას“, როგორც სამოქალაქო მდგომარეობის ერთ-ერთ აქტს.

უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეობის შესახებ ოკუპირებული რეგიონის „კანონის“ მე-5(ა) მუხლი აფხაზური ეთნიკურობის ადამიანებს „მოქალაქეებად“ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი, ან აქვთ თუ არა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ისინი ეწინააღმდეგებიან აფხაზეთის სუვერენიტეტს.

კენჭისყრამდე მწვავე დებატებში მონაწილე რამდენიმე „დეპუტატმა“ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღების საშუალებას მისცემს.

თუმცა ერთ-ერთი აფხაზი კანონმდებლის, გივი კვარჩიას აზრი, ამ ცვლილებების მიღება „ისტორიული სამართლიანობის“ დაბრუნების ტოლფასია. მისივე მტკიცებით, 1930-იან წლებში ათასობით აფხაზი იძულებული გახდა ეთნიკური კუთვნილება შეეცვალა.

აფხაზების ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომლის თანახმადაც, გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, სინამდვილეში ეთნიკურად აფხაზები არიან, რომელთა „გაქართველებაც“ საბჭოთა დროს მოხდა.

თბილისში დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭო ამ თეორიას მკაცრად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ „ანტიისტორიული თეორიის“ ავტორები „ურცხვად ცრუობენ“. საბჭო აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში მომწყვდეული ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

„კანონპროექტს“ გააფთრებული მოწინააღმდეგეები სოხუმშიც ჰყავს. 2021 წლის აპრილში, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ გააფრთხილა „დეპუტატები“, რომ ცვლილებები არ მიეღოთ.

მანამდე, ამავე ორგანიზაციამ ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ინიციატივა დაგმო, რომელიც გალელი ქართველებისთვის „აფხაზური პასპორტების“ უპირობოდ გაცემას ითვალისწინებდა.

თბილისი
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.