USD 2.6797
EUR 2.8777
RUB 2.9252
Tbilisi
აფხაზეთში ქართველი "კანონიერი ქურდი" ნიკო დგებუაძის გავლენა იზრდება
Date:  2125

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ახალი­ წლის დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი ნიკო დგებუაძე - იგივე­ ნიკო გაგრინსკი სტუმრობდა. მას დედა აფხაზი ჰყავს და ბიძამისი ქალაქში ცნობილი ქირურგია. ნიკო რამდენიმე წლის წინაც იყო მშობლიურ ქალაქში მეგობრებთან ერთად, თუმცა  აფხაზეთის ე.წ. კანონიერ ქურდის რაულ ბარცბას კლანის იერიშს სასწაულებრივად გადაურჩა­ - ორმხრივი­ სროლისას ისინი მძიმედ დაიჭრნენ და აფხაზეთიდან რეანიმობილებით წაიყვანეს.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ახლა ბარცბას მხოლოდ ჩრდილოკავკასიელი კრიმინალების იმედი თუღა აქვს, რომელთაც ქართულ კლანთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. აფხაზების თქმით, ბოლო ხანებში ბარცბას დუმილი­ და უმოქმედობა მიანიშნებს, რომ რეგიონში სადავეებს ქართული კლანი­ იღებს, რომე­ლთაც აფხაზეთში საყრდენი ყოველთვის ჰყავდათ.

"ბარცბას დიდი შეცდომა იყო მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ეთნიკური ნიშნით დაყოფა. ის ქართველების წინააღმდეგ წავიდა და აფხაზ პოლიტიკოსებს კოჭი გაუგორა, მათ კი კრიმინალს "მწვანე შუქი აუნთეს" და მასთან კონსულტაციის გარეშე­ მთავარ პროკურორსაც კი არ ნიშნავდ­ნენ, რომ აღარაფერი ვთქვათ გალის რაიონის­ ბიზნესზე. - ბარცბა წყვეტდა, რამდენი უნდა წასულიყო მათ ჯიბეებში და რამდენი - ბიუჯეტში", - წერენ აფხაზები.

"ახლა ქართული კლანის გაძლიერება უკვე თვალში საცემია, ბარცბა კი სიმშვიდეს ინარჩუნებს, თუმცა მან დაცვა გააძლიერა, რაც ნიშნავს, რომ მშვიდად ყოფნის საფუძველი არა აქვს", - აღნიშნავენ აფხაზები.

წყარო: http://resonancedaily.com/

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way