USD 2.6994
EUR 3.1318
RUB 3.3536
თბილისი
აფხაზეთის ომის გმირები - ზურაბ ხაბარელი და მერაბ მინდიაშვილი
თარიღი:  1590
აფხაზეთის ომის დროს ყაბარდოელმა ბოევიკებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს. ალი მთელ კორპუსს მოედო, მინები ლაწალუწით სკდებოდა. მოულოდნელად კვამლისა და ცეცხლის კორიანტელიდან ერთი მოხდენლი ქართველი მებრძოლი გამოვიდა დაბლა დაშვებული ავტომატით. ეტყობოდა, რომ სროლას არ აპირებდა, მაგრამ ხელსაც არ უშვებდა. მეომარი კიბეებზე მშვიდი და აუჩქარებელი ნაბიჯებით ჩამოდიოდა.
ყაბარდოელებმა იარაღის დაგდება უბრძანეს. ქართველს თითქოს არც გაუგონია, კვლავ მშვიდად მიაბიჯებდა მათკენ. ბრძანება გაუმეორეს, ისევ ამაოდ, ქართველმა ავტომატი მხარზე გაიდო და სვლა განაგრძო.
აღფრთოვანებულან ყაბარდოელები, ერთმანეთისთვის უნიშნებიათ, არ ესროლოთო. მაგრამ ერთ აფსუას მაინც მიუშვია ავტომატის ჯერი და ქართველი ჯარისკაცი დაუცხრილავს...
და როცა კონფედერატებმა მისი ავტომატი აიღეს, აღმოჩნდა, რომ მასში ერთი ტყვიაც კი არ იდო!
ქართველმა დამამცირებელ ტყვეობას იარაღით ხელში სიკვდილი ამჯობინა, ლამაზად და გმირულად. ეს ქართველი მებრძოლი ზურაბ ხაბარელი გახლდათ.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქში ქუთაისის ბატალიონის ახალი ჯგუფი ჩავიდა. ქუთათურები სოხუმს კარგად არ იცნობდნენ და გზა აერიათ - მოწინააღმდეგის დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდნენ.
ალყაშემორტყმულები მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მომხვდურთ. ალყის გარღვევაც სცადეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. მტერი რიცხობრივად რამოდენიმეჯერ მაინც აღემატებოდა მათ. თანაც ტყვია-წამალიც მალე გაუთავდათ.
„კონფედერატებმა“ უმოწყალოდ ჩაცხრილეს დაჭრილ დასახიჩრებული ქართველი მებრძოლები, რომლებიც ტყვიის სეტყვას „მრავალჟამიერით“ შეხვდნენ.
სიკვდილის წინ მღეროდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რომელიც თავზარს სცემდა სამაჩაბლოში სეპარატისტებს. მართლაც ლეგენდები დადიოდა მის ვაჟკაცობასა და შეუპოვრობაზე. სეპარატისტები მის მშობლიურ სოფელ ქემერტს კი არა, იმ სოფლებსაც არიდებდა თავს, რომლებსაც იცოდნენ რომ სტუმრობდა. მისი მოკვლისათვის დიდი ფულადი ჯილდოც იყო დაწესებული.
სამწუხაროდ, ციხე შიგნიდან გატყდა, სეპარატისტებმა შეიტყვეს, რომ იგი 18 მარტს მარტო მიდიოდა წვერიახოს მიმართულებით. ჩაუსაფრდნენ და დაატყვევეს. მეომარი დაჭრილი იყო, შორს აღარც წაუყვანიათ, იქვე ხის კუნძზე მიაბეს და ცეცხლი წაუკიდეს. მაინც ვერ მოდრიკეს, სულის ამოსვლამდე მღეროდა „შავლეგოს“.
ეს მებრძოლი მერაბ მინდიაშვილი გახლდათ.
**ფოტოზე: **მარცხნივ ზურაბ ხაბარელი, მარჯვნივ მერაბ მინდიაშვილი.
წყარო - სამხედრო ისტორია (Military History)
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით აშშ-ის მოსახლეობას მიმართავს, - ინფორმაციას თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„ხვალ საღამოს 9 საათზე (თბილისის დროით ხუთშაბათი, 5:00 საათი), პრეზიდენტი ტრამპი ერს მიმართავს, რათა მათ მნიშვნელოვანი სიახლე გააცნოს“, - წერს ლევიტი X-ზე.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ომი, ძალიან მალე დასრულდება.

„ძალიან მალე დავტოვებთ. ვიტყოდი, რომ შესაძლოა ორ კვირაში. ორ კვირაში, შესაძლოა სამ კვირაში. რეჟიმის შეცვლა მოგვიწია. რეჟიმის შეცვლა არ იყო ერთ-ერთი იმ მიზნებს შორის, რაც მე მქონდა. მე მქონდა ერთი მიზანი: მათ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი და ეს მიზანი მიღწეულია. მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. მაგრამ ვასრულებთ სამუშაოს და ვფიქრობ, შესაძლოა ორ კვირაში, შესაძლოა კიდევ რამდენიმე დღეში, შევასრულოთ ეს სამუშაო. მაგრამ გვინდა, რომ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ტრამპმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის