USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია - სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს
Date:  488

სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ  აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „მთავარია დიალოგმა დადებითი შედეგი მოგვცეს და არ აქვს მნიშვნელობა ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული“.

“ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში - თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.

ამიტომ ვამბობ, - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა.

თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ესაა ის, რომ ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება. ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს.

რაც შეეხება ახლო პერსპექტივას, ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში”, - განაცხადა ბჟანიამ "ინტერპრესნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში

 

წყარო: ipn.ge

sport
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთიმ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.
ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასევე საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მიიღო, ხოლო ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way