USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
აფხაზეთის „ეკონომიკის მინისტრმა“ მოსკოვში სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი განიხილა
дата:  603

ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის მინისტრი“ კრისტინა ოზგანი მოსკოვში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს შეხვდა და სოხუმის აეროპორტის დაგეგმილი რეკონსტრუქციის საკითხი განიხილა.

აფხაზური მედიის ცნობით, მხარეებმა საგზაო რუკა შეიმუშავეს და აეროპორტის მუშაობის აღსადგენად მხარეთა ვალდებულებებზე შეთანხმდნენ.

„აფხაზურ-რუსული სამუშაო ჯგუფი უკვე ჩამოყალიბდა და პრიორიტეტები განისაზღვრა. ჩვენ უკვე გამოვაქვეყნეთ განცხადება სპეციალისტების აყვანის თაობაზე, რომლებიც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაივლიან სასწავლო კურსს“, – განაცხადა ოზგანმა.

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ წლის განმავლობაში საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებს, რითაც „ნათელი გახდება“, თუ რა დაჯდება და რა ვადებში განხორციელდება პროექტი.

ოკუპირებული რეგიონის ლიდერი ასლან ბჟანია და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასულ წელს სოჭში 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ დახურული სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენაზე შეთანხმდნენ.

ბჟანიამ მაშინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იზიარებს აფახაზეთის ხელისუფლების მიდგომას და „უკვე გასცა შესაბამისი მითითებები“. სოჭის შეხვედრის შემდეგ, აფხაზეთში მოლაპარაკების პირველი რაუნდისთვის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ოლეგ სტორჩევოი ჩავიდა.
спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати