USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
აფეთქების შედეგად უსახლკაროდ 300 000 ადამიანი დარჩა-ბეირუთის გუბერნატორი
Date:  502

ბეირუთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. ამის შესახებ ლიბანის გუბერნატორმა, მარვან აბბუდმა განაცხადა. 4 აგვისტოს ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი პერიოდულად იზრდება.

გუბერნატორის თქმით, მთავრობა უსახლკაროდ დარჩენილთათვის საკვებისა და თავშესაფრის მოძიებას ცდილობს. მან აფეთქებას ეროვნული კატასტროფა უწოდა.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად 100 ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია 4 000. ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოცხადდა. ამასთან, პრეზიდენტმა მიშელ აუნმა დღეისათვის მთავრობის სხდომა ჩანიშნა, სადაც 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე იმსჯელებენ.

მომხდარის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გაცხადებული ფაქტია, რომ შენობაში, საიდანაც ტრაგედია დაიწყო, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა. მძლავრი ასაფეთქებელი ნივთიერება ქალაქის პორტთან და დასახლებულ პუნქტებთან ახლოს 6 წლის მანძილზე იყო განთავსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way