USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
“აეროდრომი” ქუდის ისტორია
თარიღი:  2178
1847 წ. მეფისნაცვალ, თავად მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით, ტიფლისში, ერევნის მოედანზე, ოპერის თეატრს ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა 4 წელი გაგრძელდა და დასრულდა 1851 წელს. თეატრი გრანდიოზული პოპულარობით სარგებლობდა თბილისის მოსახლეობაში. თავადმა ვორონცოვმა იტალიიდან მოიწვია მომღერლები. იტალიური ოპერის არიები მთელს ქალაქში ისმოდა. ყველა მღეროდა-არისტოკრატები, ვაჭრები, უბრალო მოქალაქეები. ხდებოდა იტალიური სიმღერების ქართულად გადამღერება და ამან საფუძველი ჩაუყარა ქალაქური რომანის ჟანრის ჩასახვას. მაგრამ, 1874 წლის 11 ოქტომბერს, გაურკვეველ ვითარებაში თეატრი დაიწვა. განადგურდა პრაქტიკულად ყველა დეკორაცია, კოსტიუმი, რეკვიზიტი და ნოტების უმდიდრესი ბიბლიოთეკა. იტალიური დასის ნაწილმა დატოვა თბილისი, ქალაქში დარჩენილი მომღერლები და მუსიკოსები კი დასაქმდნენ სხვადასხვა სამუშაოზე, რომელიც მათ ძირითად პროფესისთან არავითარ კავშირში არ იყო.
სიცილიელმა ტენორმა-სალვატორე კოკოცამ (განთქმული მომღერლის, მარიო ლანცას მოგვარემ. მარიო ლანცას ნამდვილი გვარია ალფრედო არნოლდო კოკოცა) გაიხსენა მამის პროფესია (მამამისი კეპებს კერავდა, შვილი კი ძალიან ეხმარებოდა) და მიხაილოვის პროსპექტზე გახსნა ტრადიციული სიცილიური კეპების - "კოპოლას" სახელოსნო. ადგილი მას შემთხვევით არ აურჩევია: მიხაილოვის პროსპექტი დასახლებული იყო ძირითადად გერმანელებით, და ჩვენს სინიორ კოკუცას იმედი ჰქონდა, რომ მისი პროდუქციის მყიდველები სწორედ ისინი იქნებოდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ იტალიური კოპოლა დიდი პოპულარობით ქართულ მოსახლეობაში სარგებლობდა. მეწარმე ტენორმა მეორე სახელოსნოც გახსნა, ახლა უკვე ქუთაისში, ქალაქში, სადაც ტიფლისისგან განსხვავებით მხოლოდ ქართული მოსახლეობა იყო და არ შემცდარა. იმერლებმა დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს სიახლე, და სენიორ კოკუცას კეპები ძალიან მალე გავრცელდა მთელს დასავლეთ საქართველოში.
ასე დამკვიდრდა ვორონცოვის, თამამშევის, გრანდიოზული ხანძრის (რომელმაც შეიწირა ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ოპერა) და რა თქმა უნდა იტალიელი ტენორის, სალვატორე კოკუცას წყალობით იტალიური კეპი საქართველოში.
ქუთაისში, ამ ქუდებს დღემდე "კოკუცას ქუდი" ეწოდება, თუმცა ცოტამ თუ იცის რას ნიშნავს ეს კოკუცა.
p.s კოპოლა (სიც. Coppola)-ტრადიციული სიცილიური მამაკაცის კეპი, ჩვეულებრივ ტვიდის მატერიისგან იკერება. მოდა კოპოლაზე სიცილიაში შემოვიდა მე-10 საუკუნის დასაწყისში, ინგლისიდან, სადაც დაახლოებით ასეთ ქუდებს ატარებდნენ დიდგვაროვნები მე-17 საუკუნეში. თავდაპირველად, მას მხოლოდ სიცილიელი მძღოლები ხმარობდნენ, შემდეგ ეს მოდა მუშათა კლასმა აიტაცა. დროთა განმავლობაში იგი მთელს იტალიაში გავრცელდა და დღესაც ძალიან პოპულარულია. სწორედ ასეთი კეპებით არიან შემოსილი სიცილიელი გლეხები ფილმში "ნათლიმამა".
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის