USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Тбилиси
ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
дата:  647

ადვოკატთა ასოციაცია ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ადვოკატთა ასოციაციამ ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნები 14 დეკემბერს ჩაატარა.

„კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა, ხოლო თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება, რომელშიც თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში სულ 126 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის 6 თავმჯდომარეობის პოზიციისთვის იყრიდა კენჭს.

ადვოკატთა ასოციაციამ არჩევნები მაქსიმალური გამჭვირვალობით სრულად ელექტრონულად, აპარატების გამოყენებით ჩაატარა. საარჩევნო პროცესს თავმჯდომარეობის კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 46 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბიულეტენების (მიღებული ხმების) ხელით გადათვლა, საერთო კრებაზე არჩეულმა 15 ადვოკატისგან შემდგარმა, ხმის დამთვლელმა კომისიამ განახორციელა, რითაც დამოწმდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგები, საერთო კრების რეგლამენტის შესაბამისად.

არჩევნების პროცესის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია რაიმე დარღვევას და არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი.

საერთო ჯამში არჩევნებში ასოციაციის 2752-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა. თავმჯდომარეობის კანდიდატთა ხმები კი ასე გადანაწილდა:

ირაკლი ყანდაშვილი 1269 ხმა

ირაკლი ჩომახაშვილი 1106 ხმა

მუხრან ღურწკაია 301 ხმა

გიორგი მარიამიძე 8 ხმა

მანუჩარ ჭუმბურიძე 8 ხმა

ნიკოლოზ კვანტრიშვილი 7 ხმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати