USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Тбилиси
ადვოკატი - ექიმის თქმით მკვლელობაში ბრალდებულმა არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია და არც უნდა იცოდეს, რადაგან შეიძლება დაზიანებები მიიყენოსო
дата:  568

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილის ადვოკატის, გიორგი მდინარაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, რომელიც კლინიკაში მკურნალობს, არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია.

მისი თქმით, გიორგი კავლელაშვილთან დეტალურად ჯერჯერობით არ უსაუბრია.

„ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საუბრის დეტალებზე ახლა ვერ გაგესაუბრებით, იმიტომ, რომ ჯერ დეტალურად არც გვისაუბრია. მოგეხსენებათ, გუშინ, ექიმის რეკომენდაციით მასთან საუბარი შესაძლებელი არ იყო. თვითონაც მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. დანარჩენი კი, მის ფსიქიკურ შერაცხადობასთან, ქმედებასთან დაკავშირებით მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი, ასევე, საგამოძიებო საპროცესო მოქმედებები და საბოლოო ჯამში, ამის შემდეგ დადგინდება რეალობა", - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულმა არ იცის, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია.

„ექიმმა თქვა ასე - არ იცის, რომ გარდაცვლილიაო და არ უნდა იცოდესო, იმიტომ, რომ შეიძლება მიიყენოს დაზიანებები და არის საშიში და საფრთხის მომცველიო", - განაცხადა გიორგი მდინარაძემ.

მისი თქმით, საქმეში ჩვენებები დევს, მათ შორის ბრალდებულის მამის, მოწმეების და მეზობლების. ადვოკატის განმარტებით, ფაქტის შემსწრე არავინ არის.

„მეზობლებთან თვითონ მივიდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და სასწრაფო მეზობლების მიერ არის გამოძახებული. [ბრალდებულის] მამა არ შესწრებია ფაქტს, სახლში იყო, სხვა ოთახში იყო, ეს არის ინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი მდინარაძემ და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით კონფლიქტზე არავინ საუბრობს.

შეგახსენებთ, ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ქმარს, გიორგი კავლელაშვილს საქართველოს პროკურატურამ ბრალდება გუშინ წარუდგინა.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати