USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Tbilisi
«Radio France Internationale» : „სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდის“
Date:  709

საფრანგეთის სამაუწყებლო კომპანიამ „რადიო ფრანსე ინტერნასიონალემ“ (Radio France Internationale) რუბრიკით „თვის ევროპელი“, ეთერში გაუშვა აუდიოსიუჟეტი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ტექსტური ვერსია გამოქვეყნებულია რადიოს ვებ-გვერდზე სათაურით „სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ გამოდის“ (ავტორი - ჟულიენ შავანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ის ყველაზე მეტად ფრანგია უცხო სახელმწიფოთა მეთაურებს შორის. 4 მილიონიანი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის - საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქვეყნის პრორუსულ მთავრობასთან ბრძოლას იწყებს. სალომე ზურაბიშვილი გასულ კვირას თავის თანამდებობაზე დარჩა - მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ვერ განახორციელა.

საფრანგეთი სალომე ზურაბიშვილის პირველი სამშობლოა: მისი ბებია და პაპა 1921 წელს საქართველოდან გაიქცნენ, წითელი არმიის შეჭრის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა სწრაფი დიპლომატიური კარიერა გაიკეთა და ბოლოს, 2003 წელს საქართველოში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა. 13 წლის შემდეგ კი საქართველოდან გაძევებული ქართველების შვილი ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტი გახდა.

რთული პოლიტიკური თანაცხოვრება პრემიერთან

მაგრამ დღეს მას რთული პოლიტიკური თანაცხოვრება უწევს თავის ყოფილ მოკავშირესთან, რომელიც ახლა მისივე მთავარ ოპონენტად არის გადაქცეული - ირაკლი ღარიბაშვილთან. პრემიერ-მინისტრი მხარს უჭერს რუსეთთან დაახლოებას. სწორედ მის პარტიას აქვს უმრავლესობა პარლამენტში, სწორედ იგი ფლობს ყველაზე მეტ ძალაუფლებას. ესე იგი, სალომე ზურაბიშვილს ხელ-ფეხი აქვს შეკრული?

„პრეზიდენტს მცირე უფლება-მოსილება აქვს, მისი გავლენა ძალზე ნაკლებია - ბოლო წლებში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის თანახმად. დღეს სალომე ზირაბიშვილი ცდილობსთანასწორი დესტანცია შეინარჩუნოს როგორც ოპოციისაგან, ასევე ქვეყნის არაფორმალური ლიდერისაგან და იმავდროულად, მთავრობის წინააღმდეგაც გამოვიდეს, რომელსაც ქვეყანა, მისი აზრით, იმ მიმართულებით მიჰყავს, რომელიც წინააღმდეგობაშია ტრადიციულთან - პროევროპულთან და დასავლურთან“, - განმარტავს თორნიკე გოდაძე, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი, ყოფილი ქართველი მინისტრი.

პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ მიზერული უფლებამოსილება აქვს და მთავრობა, რომელიც სულ უფრო აღრმავებს რუსეთთან ურთიერთობას, უკრაინის ომის მიუხედავად. [საქართველოს მთავრობა] არ იცავს დასავლურ ეკონომიკურ სანქციებს და მხარს უჭერს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას... ამით სრულ წინააღმდეგობას გამოხატავს დასავლეთ ევროპის კურსთან.

საქართველოს მთავრობის პრორუსული გადახრა სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2019 წელს დაგმო მოსკოვის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ აქციაზე გამოსვლის დროს. „ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ მოსახლეობაში განხეთქილება არ შევიტანოთ. ისეთ ქვეყენაში, როგორიც ჩვენია, ადამიანის გრძნობებზე თამაში ძალიან ადვილია“, - განაცხადა პრეზიდენტმა იმდროინდელი ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს „ევრონიუსის“ ეთერში.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა: „ჰო“ თუ „არა“

სალომე ზურაბიშვილმა შეძლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება. მიმდინარე წლის ბოლოს, დეკემბერში, ბრიუსელი თავის ვერდიქტს გამოიტანს - მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სამხრეთკავკასიური ქვეყნისათვის.

თორნიკე გორდაძის აზრით, ევროპა არ გარისკავს იმას, რომ საქართველო ევროპულ ბანაკს ცამოშორდეს: „სრულიად აშკარაა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს [ქართველი ხალხის] ევროპული მიზნების საწინააღმდეგოდ. თავის მხრივ, ევროკავშირი ცდილობს გეოპოლიტიკური პოზიცია შეინარჩუნოს: თუ ჩვენ საქართველოს კანდიდატის სტატუსს ახლა არ მივცემთ, რუსეთის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება. გარდა ამისა, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ საქართველო ამოვარდება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნების „სამეულიდან“, რომელშიც, მის გარდა, უკრაინა და მოლდოვა შედის და მოსკოვის ორბიტაზე გადავა“, - ამბობს ექს-მინისტრი.

ახლოვდება არჩევნები...

საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს უნდა ჩატარდეს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, ოპოზიციის გაერთიანებაა აუცილებელი, მეორე მომენტია არჩევნების თავისუფლად და დემოკრატიულად ჩატარება, რაც სრულიადაც არ არის გარანტირებული. საქართველოში წინა არჩევნების დროს უამრავი დარღვევა გამოვლინდა, იყო მასობრივი კორუფციის ფაქტები, ამომრჩეველთა მოსყიდვა და ა.შ. საერთაშორისო საზოგადოებამ და უპირველესად კი ევროკავშირმა  საქართველოს წევრობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საკითხები ერთმანეთს უნდა დაუკავშიროს“, - ხაზს უსვამს თორნიკე გორდაძე.

71 წლის სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სამართალმემკვიდრის კანდიდატობისთვის კი არ იბრძვის, არამედ ქვეყნის ევროპული კურსისათვის, რომელსაც მხარს მოსახლეობის 80% უჭერს.

 

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way