USD 2.6959
EUR 3.1747
RUB 3.4365
თბილისი
„აჭარისწყალი ჯორჯია“: შუახევი ჰესის ოპერირება უსაფრთხოა
თარიღი:  1148

ბოლო დღეების განმავლობაში მედიაში, დიდაჭარის კაშხალთან დაკავშირებით გასული ინფორმაციის გათვალისწინებით, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ დიდაჭარის კაშხალი სტრუქტურულად მდგრადია, უსაფრთხოა ექსპლუატაციის მიმართულებით და სრულ შესაბამისობაშია ქართულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, - ამის შესახებ ნათქვამია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 2017 წლის დასაწყისში აგებული დიდაჭარის კაშხალი პასუხობს ყველა საერთაშორისო ტექნიკურ მოთხოვნას, ხოლო ყველა კონსტრუქციას, წინასწარ გაწერილი განრიგისა და პროცედურების შესაბამისად უტარდება რუტინული მომსახურების სამუშაოები.

„ბეტონის დიდი კონსტრუქციები აშენებულია კონკრეტული თანმიმდევრობით, ცალკე მდგარი სექციების სახით, სადაც უზრუნველყოფილია სივრცე გაფართოებისა და შეკუმშვის პროცესებისთვის, რომლებიც გამოწვეულია ტემპერატურის ცვალებადობით. დასაშვები ოდენობით, წყლის მცირე ფილტრაცია ჩვეულ მოვლენას წარმოადგენს და მისი აღმოფხვრა ხდება რუტინული მომსახურების დროს.

სხვადასხვა კონსტრუქციისთვის, აუცილებელი რუტინული მომსახურება ხორციელდება გეგმის შესაბამისად. დიდაჭარის კაშხალს უტარდება უწყვეტი მონიტორინგი, რისთვისაც გამოიყენება კაშხალზე დაყენებული საუკეთესო ინსტრუმენტები და ვიზუალური ინსპექცია.

დამატებითი ზომის სახით ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ დაიქირავა საერთაშორისო კაშხლის სპეციალისტები რომელთა მოვალეობებში შედის კაშხლის უსაფრთხოების და მდგრადობის შემოწმება და კაშხლის კონსტრუქციაზე დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

2023 წლის იანვარი-მარტის პერიოდში, კაშხლის სპეციალისტებმა დიდაჭარის კაშხალზე განახორციელეს დეტალური შეფასება, გადაამოწმეს შესაბამისი მონაცემები და მოამზადეს დასკვნა, რომლის თანახმადაც კაშხლის კონსტრუქცია უსაფრთხოა, ხოლო წყლის გამონადენი კაშხალზე დიზაინით გათვალისწინებულ საზღვრებშია.

,,აჭარისწყალი ჯორჯია’’ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ დიდაჭარის კაშხალი და მასთან დაკავშირებული ყველა ნაგებობა სათანადო საექსპლუატაციო მდგომარეობაშია, ასევე ხორციელდება გეგმური მონიტორინგი. შესაბამისად, კაშხლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შესაძლო შეშფოთებას არავითარი საფუძველი არ გააჩნია“, - ნათქვამია განცხადებაში.

თბილისი
ნადარეიშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა
პროექტის ფარგლებში, 3 000 კვ.მ ფართობზე დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცეც.
ტერიტორია გამწვანდა, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 100-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 600 კვ.მ ფართობის საფეხბურთო მოედანიც.
 სამუშაოების ღირებულება 590 000 ლარია.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის საბურთალოს დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ბექა მიქაუტაძე გაეცნენ.
სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის