USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
Date:  

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კურორტ გოდერძის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თორნიკე რიჟვაძე კურორტზე ზამთრის სეზონის მიმდინარეობას და საინვესტიციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაეცნო.

„კურორტზე 28 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება, შედეგად დამატებით 1500 ახალი განთავსების ადგილი და 1000 სამუშაო ადგილი ექნება კურორტს.

დასრულდა ბეშუმი-გოდერძის გენერალური გეგმის დოკუმენტის შემუშავება, რაც ტერიტორიის სწორ ურბანულ განვითარებას ითვალისწინებს.

პარალელურად სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ახალი საბაგირო და სასრიალო ტრასები მოეწყობა.

2019 წლიდან კურორტს ბუნებრივი აირი მიეწოდება. 2022–2023 წლებში კურორტ გოდერძიზე წყალარინების ქსელი და წყლის სამარაგო რეზერვუარი აშენდა. მიმდინარე წელს დაიწყება 2 სათავე ნაგებობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის, დამატებითი რეზერვუარის მშენებლობა, რომელიც კურორტის უწყვეტ და მდგრად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

სამუშაო შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, მაჟორიტარი დეპუტატები, ხულოს მუნიციპალიტეტის, მთის კურორტებისა და კურორტ გოდერძის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way