USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
Tbilisi
აჭარაში ცვალებად მოღრუბლულობას დღესაც ელიან და ზღვაზე კვლავ შტორმია მოსალოდნელი
Date:  647

აჭარაში ცვალებად მოღრუბლულობას დღესაც ელიან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ზღვაზე კვლავ შტორმი და 6 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. დღეს ქვეყნის მასშტაბით წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი შენარჩუნდება. აჭარაში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც.ზარალის დათვლა გამოდარებისთანავე დაიწყება.სტიქიის შედეგებსა და მიყენებულ ზარალზე დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.

ბათუმში გუშინ 7 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. ზღვის ტალღებმა ახალი ბულვარის ტერიტორია დააზიანა. წაღებულია საფეხმავლო ბილიკის ნაწილი. დაზიანდა სანაპირო ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები. შტორმი იყო ქობულეთშიც, სტიქიამ ახალ ბულვარში არსებული კაფე-ბარები და სახლის ფასადები დააზიანა. თამარ მეფის ქუჩაზე კი ეზოები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი ქარისა და შტორმის გამო მოსახლეობას მოუწოდებს სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს.ზღვისპირა რეგიონში დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.

სინოპტიკოსების ცნობით, 29-30 ნოემბერს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

World
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way