Bloomberg-ის ინფორმაციით, პარსკევს, ბოლო 3 თვის განმავლობაში საფონდო ბირჟებზე Facebook-ის აქციების ყველაზე მკვეთრი დაცემა დაფიქსირდა - 8,3%-ი, რისი მიზეზიც იყო , ის რომ კომპანია Unilever შეუერთდა ისეთ მსხვილი კომპანიების რიცხვს , როგორებიცაა, Verizon Communications Inc, Hershey Co და ათობით სხვა, რომლებმაც მანამდე Facebook-ზე რეკლამების განთავსებაზე განაცხადეს უარი.
კომპანიების მიერ რეკლამებზე უარის თქმის მიზეზი Facebook-ის მხრიდან არსებულ პრობლემებზე არასათანადო რეაგირება გახდა. კომპანიები თვლიან, რომ Facebook-მა ვერ აღკვეთა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციით გავრცელების გახშირებული შემთხვევები.
ბოიკოტის გამო კომპანია Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა და Facebook-ის საბაზრო ფასი ბოლო მონაცემებით ის 56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება თავად ცუკერბერგის ქონებას Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ის 82.3 მილიარდამდე დაეცა.
შედეგად მილიარდერთა რეიტინგში ცუკერბერგი ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსისა და ბერნარდ არონოს შემდეგ მე-4 პოზიციას იკავებს.
წყარო: https://www.bloomberg.com/
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.