USD 2.6126
EUR 3.0364
RUB 3.0189
თბილისი
Facebook-ში რეკლამებზე ბოიკოტის გამო მარკ ცუკერბერგმა 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა
თარიღი:  1676

 

Bloomberg-ის ინფორმაციით, პარსკევს, ბოლო 3 თვის განმავლობაში საფონდო ბირჟებზე Facebook-ის აქციების ყველაზე მკვეთრი დაცემა  დაფიქსირდა - 8,3%-ი, რისი მიზეზიც იყო , ის რომ კომპანია Unilever შეუერთდა ისეთ მსხვილი კომპანიების რიცხვს , როგორებიცაა, Verizon Communications Inc, Hershey Co და ათობით სხვა, რომლებმაც მანამდე Facebook-ზე რეკლამების განთავსებაზე განაცხადეს უარი.

კომპანიების მიერ რეკლამებზე უარის თქმის მიზეზი Facebook-ის მხრიდან არსებულ პრობლემებზე არასათანადო რეაგირება გახდა. კომპანიები თვლიან, რომ Facebook-მა ვერ აღკვეთა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციით გავრცელების გახშირებული შემთხვევები.

ბოიკოტის გამო კომპანია Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკერბერგმა 7.2 მილიარდი დოლარი დაკარგა და Facebook-ის საბაზრო ფასი ბოლო მონაცემებით ის 56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება თავად ცუკერბერგის ქონებას Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ის 82.3 მილიარდამდე დაეცა.

შედეგად მილიარდერთა რეიტინგში ცუკერბერგი ჯეფ ბეზოსის, ბილ გეითსისა და ბერნარდ არონოს შემდეგ მე-4 პოზიციას იკავებს.

წყარო: https://www.bloomberg.com/

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის