USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
Pace ჯგუფი ფოთში ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს
дата:  

"ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ მფლობელი კომპანია PACE GEORGIA-ს დირექტორი ირაკლი თათეიშვილი ამბობს, რომ ახალი ნავმისადგომის მშენებლობა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა.

ამ პროექტის შესახებ ჯერ კიდევ შარშან "საქმიან დილაში" PACE ჯგუფში შემავალი კომპანია "ტრანსფორდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა ისაუბრა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კი ცნობილი გახდა, რომ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს“ სახელმწიფოსგან, აღნაგობის უფლებით, სიმბოლურ ფასად, 5 000 კვ.მ-ის ზღვის ფსკერის ტერიტორია გადაეცემა.

"მათ სჭირდებათ ზღვის გარკვეული ნაწილის გამოყენება. აქედან გამომდინარე, სიმბოლურ ფასად, აღნაგობის უფლებით ვაძლევთ ზღვაზე ამ ტერიტორიის გამოყენების უფლებას; ესაა 5 000 კვ/მ, რომ მოხდეს ბურჯების დამაგრება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ.

თავის მხრივ, როგორც ირაკლი თათეიშვილი განმარტავს, მიწა, რომელიც ზღვის ფსკერს მოიცავს, ახალი ნავმისადგომისთვის ხიმინჯების მოსაწყობად იქნება გამოყენებული.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 36 მლნ დოლარამდეა.

„ნავმისადგომის მშენებლობას ვაპირებთ. ახალი ნავმისადგომი დამატებით 1 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურება. აღნაგობით გადმოგვეცემა ზღვის ფსკერი, სადაც უნდა მოეწყოს ხიმინჯები ახალი ნავმისადგომისთვის. ჯამური ინვესტიცია 36 მილიონ დოლარამდეა, პროექტის განხორციელებას ორი წელი დასჭირდება. პარტნიორი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციაა (DFC), რომლის თანამონაწილეობა 25 მილიონი დოლარია. პროცესი დაწყებული გვაქვს, დოკუმენტაციას ვამზადებთ. უშუალოდ ნავმისადგომის მშენებლობის პროცესი, ვფიქრობ, სექტემბერში ან ოქტომბერში დაიწყება“, - უთხრა BMG-ის ირაკლი თათეიშვილმა.

ინფორმაციისთვის: "Pace ჯგუფს" ნავმისადგომები ფოთის პორტის ძირითადი ოპერატორისგან, APM Terminals-ისგან გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულებით აქვს აღებული. ჯგუფის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების თანახმად, კომპანიის აქტივები 282 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი პარტნიორები არიან: ირაკლი კერვალიშვილი (38%); ლაურა ლარიონი (38%); თეიმურაზ კერვალიშვილი (10%) და ირაკლი თათეიშვილი (10%),

წყარო: https://bm.ge

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати